
თბილისი, 2009 წლის 30 სექტემბერი. დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელსაც ევროკავშირის საბჭომ გასულ წელს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზებთან დაკავშირებული ფაქტების დადგენა დაავალა, თავისი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მოყვანილი თითქმის ყველა ფაქტი მოვლენეთა განვითარების ქართულ ვერსიას ადასტურებს.