2014 წლის 12 ნოემბერს რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სწავლების საზოგადოების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა თორგნი ჰინემუს სტატია აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში გამართული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ შესახებ. სტატიაში მიმოხილულია აფხაზეთში არსებული სიტუაცია, კლანებისა და ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირება http://www.sallskapet.org/ostblog/?p=4679

2014 წლის 15 დეკემბერს შვედურ გაზეთში ”Svenska Dagbladet“ გამოქვეყნდა მოკლე საინფორმაციო ცნობა რუსეთსა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ http://www.svd.se/nyheter/utrikes/4133699.svd

2014 წლის დეკემბერში შვედურ გაზეთში ”Svenska Dagbladet“ გამოქვეყნდა ან-სოფი დალის სტატია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ http://www.svd.se/opinion/ledarsidan/georgien-var-bara-forsta-steget_4187013.svd

შვედურ გაზეთში ”Aftonbladet“ გამოქვეყნდა მოკლე საინფორმაციო ცნობა, რომელიც ეხება ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას http://www.aftonbladet.se/senastenytt/ttnyheter/utrikes/article20045927.ab

შვედური პრესა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგო ვალსტრომის 2015 წლის 13-14 აპრილს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს გამოეხმაურა. წამყვანმა შვედურმა გაზეთმა „სვენსკა დაგბლადეტ“ სტატიაში აღნიშნა, რომ ვალსტრომი თავის დანიელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის წინ ვიზიტით ეწვია საქართველოს. სტატიის თანახმად, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოში გატარებულ რეფორმებს. „ისინი მეტად ამაყობენ გაწეული სამუშაოთი. ამ ყველაფრის უკან დიდი მუხტი იგრძნობა, რაც მეტად სასიხარულოა“ - აღნიშნავს ვალსტრომი სტატიაში.

იქვე აღნიშნულია საქართველოს იმედი, რომ მას მწვანე შუქს აუნთებენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხში. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანდება. გაზეთის თანახმად, შვედეთი არ იშურებს ძალისხმევას, რომ ეს იმედები გამართლდეს. „უნდა არსებობდეს ევროკავშირში
გაწევრიანების პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს დაუყოვნებლივ არ მოხდეს. მეტად მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს პერსპექტივა შეინარჩუნონ“ - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაზეთთან საუბარში http://www.svd.se/wallstrom-hoppfull-om-georgien

წამყვანმა შვედურმა გაზეთებმა „Dagens Nyheter“, „Svenska Dagbladet“, „Göteborg-Posten”, „Expressen“ და „Aftonbladet“ გაავრცელეს ინფორმაცია და ფოტომასალა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გაშუქდა ასევე შვედეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის „SVT“ და შვედეთის რადიოს ”Sveriges Radio” მიერ.

შვედეთის რადიოს კორესპონდენტმა მარია პერსონ-ლოფგრენმა ისაუბრა თბილისში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შესახებ, ასევე თბილისის ზოოპარკის განადგურების თაობაზე:

2015 წლის 20 ივლისს შვედურენოვანმა გაზეთმა „დაგენს ნიჰეტერ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხება რუსი საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საზღვრის გადმოწევის ფაქტს. სტატიაში საუბარია საერთაშორისოდ ცნობილი მედია საშუალებების გამოხმაურებაზე ამ უკანონო ფაქტთან დაკავშირებით, ასევე ნახსენებია BP-ის ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, რომელიც ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, თუმცა მასზე წვდომის პრობლემა 2008 წლიდან არსებობს. სტატიაში შვედი მკვლევარი ინგმარ ოლდბერგი აცხადებს, რომ თუკი ევროკავშირი საკმარისად გააპროტესტებს რუსეთის ქმედებებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა რუსები წამოვიდნენ მოლაპარაკებებზე და უკან გადაწიონ საზღვარი http://www.dn.se/nyheter/varlden/georgien-anklagar-ryssland-forsmygande-annektering/

2015 წლის 24 ივლისს შვედური ინტერნეტ-გამოცემა „Expressen Ledare“ სტატიას სათაურით „არ დათმო საქართველო’’ აქვეყნებს. პუბლიკაციაში საუბარია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, 2008 წლის ომსა და ომის შემდგომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ანექსიაზე. სტატიის ავტორი რუსეთისადმი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დეესკალაციის პოლიტიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ბოლო დროს რუსეთი გამოკვეთილი ნაბიჯებით განაგრძობს საქართველოს რეგიონების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას.
http://www.expressen.se/ledare/expressen-ledare-ge-inte-upp-georgien/

მ/წლის 26 ივლისს შვედურმა ინტერნეტ გამოცემამ „ჰელსინგბორგს დაგბლად“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში სასაზღვრო ნიშნების გადმოწევასა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგგარეშე შეხვედრის საკითხს ეხება. სტატიაში აღნიშნულია თუ როგორ ვითარებაში ჩაიარა
შეხვედრამ და რა მდგომარეობაა ამჟამად კონფლიქტის ზონაში. გამოცემის მიხედვით ამ ეტაპზე ძალადობის რისკები თავიდან იქნა აცილებული. სტატიის მიხედვით სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საზღვარზე მცხოვრები უდანაშაულო მოსახლეობას აუცილებელია ჰქონდეთ მოსავლის აღებისა და საფლავებზე მისვლის შესაძლებლობა, ასევე სხვა ისეთის რამის კეთების საშუალება, რაც კომპრომისების საშუალებას იძლევა და ეს ორივე მხარისთვის გასაგებია. მისივე თქმით, რომ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა ნებისმიერი რამ მომხდარიყო. იგი იმედოვნებს, რომ მსგავსი ტიპის მოლაპარაკებების ფორმატი კვლავ აღდგება საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონთან - აფხაზეთთანაც, რომელიც სამი წლის წინ შეწყდა http://www.hd.se/nyheter/varlden/2015/07/26/taltdiplomati-raddar-georgisk-fred/