1. ვრცელი ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თეა ახვლედიანთან, რომელიც გამოქვეყნდა 2014 წლის 26 ივნისს ესტონეთის გაზეთ „Postimees“-ის (ესტონურენოვანი გამოცემა) მიერ. ინტერვიუ ესტონურ ენაზე დაიბეჭდა გამოცემის როგორ ელექტრონულ, ისე ბეჭდურ ვერსიაში. ელჩმა ისაუბრა საქართველოსათვის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით) ხელმოწერის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვებს, თუ რა სარგებელს იგრძნობს აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედების შედეგად რიგითი მოქალაქე და რატომ უნდა იყვნენ ქართველი მეწარმეები დაინტერესებულნი ევროპული ბაზრით. ამასთან, ჟურნალისტი დაინტერესდა ელჩის კომენტარით რუსეთის ბოლოდროინდელ გამაფრთხილებელ განცხადებებთან დაკავშირებით, რომ საჭირო იქნება შეფასდეს მომავალში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გავლენა; ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებითა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით (იხილეთ დანართი). ასევე ინტერვიუს ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://pluss.postimees.ee/2838361/kurss-euroopaleon-gruusia-jaoks-hadavajalik.

  2. 2014 წლის 1 ივლისს, 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აღნიშვნასთან დაკავშირებით ქ. ტალინში ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობაში გამართული სემინარის შემდეგ, შედგა ელჩის ორი ინტერვიუ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „რადიო 4“-ის ჟურნალისტებთან. ასევე, გასული წლის 15 ოქტომბერს, ესტონეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების შესახებ შეთანხმებების პირველი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, შედგა ელჩის მოკლე სატელეფონო ინტერვიუ ესტონეთის რუსულენოვანი „რადიო 4“-ის ჟურნალისტთან, რომლის მიზანი იყო სამივე ქვეყნის ელჩის მოკლე კომენტარის ჩაწერა.

  3. ა.წ. 22 მაისს, საქართველოს ელჩი მიწვეული იყო ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში, მოლდოველ კოლეგასთან ერთად, რომელიც მიეძღვნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის თემატიკას. სრული ინტერვიუს ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://uudised.err.ee/v/valismaa/5953d97e-de39-4d1e-90ab-9722a2106904

  4. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ა.წ. 6 ივნისს ქართულ მედიაში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ინტერვიუ: http://www.newspress.ge/interviu/68194-thea-akhvlediani-saqarthvelo-estonethis-urthierthobisganvitharebashi-arsebuli-potenciali-zogjer-amoutsuravic-mgonia.html