• 8 აპრილს, ევროპულ გამოცემაში ''New Eastern Europe" გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის სტატია: "Russian Annexation Moves Put European Security at Risk" საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის, უკრაინაში რუსეთის ქმედებების და ევროპის უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. სტატია იხ. ბმულზე: http://neweasterneurope.eu/articles-andcommentary/1548-russian-annexation-moves-put-european-security-at-risk

  • 14 აპრილს, საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ რადიო-ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს. ინტერვიუს თემას წარმოადგენდა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები, რიგის სამიტის მოლოდინი და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი. ინტერვიუს შეგიძლიათ უსმინოთ ბმულზე: http://www.tavisupleba.org/content/interview-natalie-sabanadze/26955192.html

  • 12 მაისს, რადიო თავისუფლების ინგლისურენოვან ვერსიაში გამოქვეყნდა საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის სტატია-კომენტარი რიგის სამიტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის შესახებ, სათაურით: What's at stake in Riga? იხ. ბმული: http://www.rferl.org/content/whats-at-stake-inriga/27011689.html

  • 14 მაისს, საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე შეხვდა გერმანულენოვანი ''Die Zeit''-ის ჟურნალისტს მატიას კრუპას. შეხვედრის საფუძველზე ''Die Zeit''-მა გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მიმოხილვა, იხილეთ დანართი.

  • 22 მაისს, ვაშინგტონ პოსტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელ მაიკლ ბირნბაუმთან საქართველოს ელჩის ნატალი საბანაძის შეხვედრის შემდეგ, ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "Wary of Russia, Europe now tiptoes when it comes to expansion". იხ. ბმული: http://www.washingtonpost.com/world/europe/wary-of-russia-europe-now-tiptoes-when-it-comes-toexpansion/2015/05/21/fa54f03a-fd92-11e4-8c77-bf274685e1df_story.html