• 2014 წლის 30 ოქტომბერს, ელჩს ინტერვიუ ჩამოართვა ჟურნალმა „The Oil and Gas Year“. ინტერვიუს თემატიკა შეეხებოდა ბუნებრივი აირის „სამხრეთის დერეფნის“ მნიშვნელობას საქართველოსთვის.

  • 2014 წლის 19 დეკემბერს, აზერბაიჯანის წამყვანი საინფორმაციო სააგენტოს „TREND“ ოფისში შედგა ელჩის სპეციალური ბრიფინგი. ბრიფინგის დასაწყისში, ელჩმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის 2 წლის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, კოალიციის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ასევე შეაჯამა საქართველო–აზერბაიჯანის 2014 წლის თანამშრომლობის შედეგები (ბრიფინგის დაწყებამდე, ჟურნალისტებს დაურიგდათ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული, პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი ბროშურა „2 years of change“, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს ა.წ. 24 ნოემბრის განცხადება – მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „ხელშეკრულების“ გაფორმებასთან დაკავშირებით). უნდა აღინიშნოს, რომ ბრიფინგმა გამოიწვია აზერბაიჯანული მედიის დიდი ინტერესი და ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებათა მიერ.

  • 2015 წლის 2 მარტს, აზერბაიჯანის ერთ–ერთმა წამყვანმა საინფორმაციო სააგენტომ „TREND“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს. ინტერვიუ შეეხება ენერგეტიკულ საკითხებს, კერძოდ ბუნებრივი აირის „სამხრეთის დერეფნის“ პროექტის პერსპექტივებს. ადგილობრივი მედია, აგრეთვე დაინტერესდა საქართველოს ელჩის პოზიციით ენერგეტიკული პროექტის „თურქეთის ნაკადის“ პერსპექტივის თაობაზე. http://www.trend.az/business/energy/2369608.html.

  • 2015 წლის 19 მაისს, ადგილობრივ პრესაში („ხალგ გაზეთი“), აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ელჩთან, რომელიც შეეხებოდა ბაქოში დაგეგმილ „პირველ ევროპულ თამაშებს“. http://www.xalqqazeti.com/az/news/interview/57442

  • 2015 წლის 12-28 ივნისის პერიოდში, ბაქოში პირველი ევროპული თამაშების გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიების (12 და 28 ივნისი) შეფასების მიზნით, ელჩს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა აზერბაიჯანის ერთ–ერთმა წამყვანმა საინფორმაციო სააგენტომ „TREND“. http://www.trend.az/azerbaijan/baku2015/2412211.html

  • 2015 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის  აგვისტოს ომის მე–7 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო–გამოფენის ფარგლებში, ელჩს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა „რადიო თავისუფლების“ ბაქოს ბიუროს კორესპონდენტმა. http://www.radioazadlyg.org/content/article/27178666.html

  • აზერბაიჯანში პოპულარულმა სატელევიზიო არხმა „Lider Tv“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ელჩს. ინტერვიუს თემატიკა შეეხება აზერბაიჯანის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას ხელმძღვანელობით მოქმედი „ჰეიდარ ალიევის“ ფონდის საქველმოქმედო მოღვაწეობას საქართველოში. ინტერვიუ ეძღვნება მეჰრიბან ალიევას დაბადების დღეს და ეთერში გავა მ.წ. 26 აგვისტოს.

  • აგრეთვე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თაოსნობითა და საელჩოს ორგანიზებით განხორციელებულ პრეს–ტურში (თბილისი–მცხეთა–გუდაური–ბორჯომი–ახალციხე–ბათუმი) მონაწილეობის მიზნით, 2015 წლის 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საქართველოში იმყოფებოდა ადგილობრივ ჟურნალისტთა ჯგუფი. 2015 წლის 31 მარტს, პოპულარული ტელეკომპანიის „Xezer TV“ ეთერში  გავიდა ვრცელი რეპორტაჟი (საავტორო გადაცემა „მოგზაური“) საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.