საქართველო ნატო-ს ურთიერთობები

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატო-ს როლს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებთან და ალიანსის რეკომენდაციებთან, მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების შემდგომ განვითარებას. თავის მხრივ, საქართველო, როგორც ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი (EAPC - Euro-Atlantic Partnership Council). აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც პარტნიორი და წევრი ქვეყნები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, საქართველო დღემდე აქტიურად არის ჩართული.

1994 წელს საქართველო გახდა ნატო-ს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PfP - Parntnership for Peace) პროგრამის თანამონაწილე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში ერთობლივად იმართება სამხედრო წვრთნები და სამეთაურო-საშტაბო სწავლებები. საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის სემინარებსა და კონფერენციებში.

2002 წელს ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი.

2004 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. კერძოდ, 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP - Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა.

2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ იორკში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან დაეწყო ,,ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე" (ID-Intensified Dialogue on Membership Issues). აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად საქართველო ფორმალურად გადავიდა პარტნიორობის ფორმატიდან ალიანსის წევრობის კანდიდატობის - ასპირანტის ფორმატზე.

საქართველოს მიერ IPAP-ით აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების და ინტენსიური დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება (Bucharest Summit Declaration), რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა“. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გზავნილს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

 

ნატო-საქართველოს კომისია (NATO-Georgia Commission)

ნატო-საქართველოს ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიანსის მხრიდან გაცხადებული ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას. 2008 წლის 19 აგვისტოს ბრიუსელში, გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ერთმნიშვნელოვნად იქნა დაგმობილი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის ფედერაციის ქმედებები. სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC - NATO Georgia Commission) შექმნისა და 2008 წლის 15-16 სექტემბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შესახებ (Statement Meeting of the North Atlantic Council at the level of Foreign Ministers held at NATO Headquarters, Brussels).

15-16 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში გასვლითი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელი სხდომა.  2008 წლის  2-3 დეკემბერს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ NGC-ის სხდომაზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნატო-საქართველოს კომისია განახორციელებდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მონიტორინგს, წარმართავდა საქართველოსა და ნატო-ს შორის პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა დონეზე და გამოყენებული იქნებოდა, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობის კოორდინაციის მექანიზმი (Chairman’s Statement).
 

წლიური ეროვნული პროგრამა (Annual National Programme - ANP)

2008 წლის 2-3 დეკემბერს გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო საქართველოსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის დაწყება (ANP - Annual National Programme). წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ფაზაზე მყოფი ქვეყნების და ალიანსის პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო პრაქტიკული თანამშრომლობის ამ ინსტრუმენტის მიღება. შეიძლება ითქვას, რომ MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე, საქართველომ მიიღო ამ ფორმატით გათვალისწინებული გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ინსტრუმენტი. წლიური ეროვნული პროგრამა  წარმოადგენს ერთი წლის მანძილზე ქართული მხარის მიერ დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დეტალურ ჩამონათვალს, რომელთა ძირითადი მიზანია ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოება. ალიანსი ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამის იმპლემენტაციის შეფასებას და შედეგებს განიხილავს ქართულ მხარესთან ერთად. საქართველო ამჟამად რიგით მე-8 წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესშია.

 

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესაფასებლად და საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, პერიოდულად იმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები საქართველოში.
2008 წლის სექტემბერში გამართული პირველი ვიზიტის შემდგომ, 2011 წლის 9-10 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭო კვლავ ეწვია  საქართველოს.  ვიზიტის ფარგლებში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება (Joint Statement).  2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მესამე ვიზიტი შედგა.

2016 წლის 7-8 სექტემბერს გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭო  ეწვია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.

 

სამიტები და მინისტერიალები

საქართველოს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებული თემატიკა მუდმივად განიხილება ნატო-ს სამიტებისა და მინისტერიალების ფარგლებში და აისახება შესაბამის დოკუმენტებში.

მნიშვნელოვანი იყო 2011 წლის 15 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბერლინში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად მიღებული ერთობლივი განცხადება (Joint Statement) საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. განხადებაში  მოკავშირეებმა გამოხატეს ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

2011 წლის 7 დეკემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის.  მინისტერიალის გადაწყვეტილ;ების თანახმად, საქართველო ფორმალურად მოხსენიებულ იქნა ასპირანტ ქვეყნად, მონტენეგროსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად (Final Statement). აღნიშნულ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია 2012 წლის 20-21 მაისს ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში  გამართული ასპირანტი ქვეყნების შეხვედრა ალიანსთან საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 28+4 ფორმატში. აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურება იყო ალიანსის მხარდაჭერის ასპირანტი ქვეყნების მისწრაფების მიმართ.  
ჩიკაგოს სამიტისას ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ცალსახად დაადასტურეს ბუქარესტის გადაწყვეტილების ურყევობა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. სამიტზე მოკავშირეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავებისთვის გადამწყვეტი იქნებოდა 2012 და 2013 წლებში დაგეგმილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

2014 წლის 4-5 სექტემბერს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ იქნა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება "არსებით ღონისძიებათა პაკეტის" შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება. უელსის სამიტის დეკლარაციაში  აღნიშნულია, რომ  ნატო-სა და საქართველოს უკვე აქვთ ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და გამოხატეს შეშფოთება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების უგულებელყოფით, ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების დარღვევით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შეუსრულებლობით, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მისი ქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაზე. მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს "შეიარაღებული ძალები საქართველოდან" და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება (Wales Summit Declaration).

ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობის კიდევ ერთი დადასტურება იყო უელსის სამიტის ფარგლებში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან 28+4 ფორმატში.

უელსის სამიტზე საქართველო მოწვეულ იქნა "პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივასა" და "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში".

მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 5 თებერვალს ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომელზეც მიღებულ იქნა  ერთობლივი განცხადება (Joint Statement). განცხადებაში დაფიქსირებულია არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული წარმატება და ხაზგასმულია საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, ნატო-ს ოპერაციებსა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში ქვეყნის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. განცხადებაში ასევე  აღნიშნულია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატო-ს. ერთობლივ განცხადებაში დაგმობილია რუსეთის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება და გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთთან მსგავსი ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადებასთან დაკავშირებით.

2015 წლის 1-2 დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ იქნა განცხადება „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით ალიანსის წევრებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეების მიერ პირველად მოხდა საჯაროდ იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო–ს წევრობისთვის მოსამზადებლად. რაც შეეხება „წევრობის სამოქმედო გეგმას“ (MAP), იგი ფაქტიურად ხდება  საქართველოს ნატო–ში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.

2016 წლის 8-9 ივლისს გამართული ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე). სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელიც მოიცავს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს. ერთობლივ განცხადებაში მოკავშირეებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და რომ ეს პროცესი შეუქცევადია.

სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მოუწოდეს რუსეთს შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. 

საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვარშავის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და მოუწოდეს რუსეთს შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. 

სამიტზე მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში დამატებითი დახმარების გაწევის შესახებ.  კერძოდ, საუბარია:

  1. საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე;
  2. სამხედრო განათლებასა და წვრთნაზე;
  3. სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებაზე

 

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი

2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაციის ცერემონია ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეობა მიიღო ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. წვრთნისა და შეფასების ცენტრი არის ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და  საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. წვრთნისა და შეფასების ცენტრით სარგებლობას შეძლებენ არამარტო საქართველოსა და ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ ცენტრი ღია იქნება ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისთვისაც.

 

საქართველოს მონაწილეობა ალიანსის მიერ წარმოებულ ოპერაციებში და სამხედრო თანამშრომლობა

საქართველო, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სახელმწიფო, აქტიურად არის ჩართული ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში. ქართული სამხედრო ქვედანაყოფები 1999-2008 წლებში მონაწილეობდნენ კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR - Kosovo Forces). საქართველო ასევე მონაწილეობს ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევა"-ში (Active Endeavour), რომელიც ინიცირებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის საფუძველზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში აწ უკვე დასრულებულ ოპერაციაში  საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF - International Security Assistance Force). საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ცალკეული ქვეითი ბატალიონის მონაწილეობის შედეგად, საქართველოს პირველი ადგილი ეკავა ISAF-ის მონაწილე, არაწევრ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით.
2015 წლიდან საქართველო ჩაერთო ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობით რიგით მეორე კონტრიბუტორია. საქართველო, 2015 წლიდან ასევე შეუერთდა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს (NATO Response Force - NRF).

ძალზედ აქტიურია თანამშრომლობა ალიანსსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ალიანსი საქართველოში ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს.
ნატო-საქართველოს წარმატებული სამხედრო თანამშრომლობის დადასტურება იყო სამხერო კომიტეტის პირველი ვიზიტი საქართველოში 2014 წლის 11-12 თებერვალს.

დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას

19.06.2017 სტელენბოში - სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.


​ათენში საბერძნეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს

19.06.2017 ქ.ათენი  - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრთან გეორგიოს ვასილიადისთან.


​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც ...


„ფიროსმანი“ლიტვის სამეფო თეატრის შესრულებით

19.06.2017 - ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლიტვის ქალაქ ტრაკაის  სამეფო თეატრმა  სპექტაკლი  „ფიროსმანი“ წარადგინა. ლიტვაში  აღნიშნული პროექტი საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და ლიტვაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაცია „კახეთის“ ხელმძ...


ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

17.06.2017 ტორონტო, კანადა - ​კანადაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლმა „ქართული საღამოები“ სტარტი აიღო. „ქართული საღამოების“ პირველი ღონისძიება ქ. ტორონტოში სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, სადაც ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟ...


ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

16.06.2017, ბუდაპეშტი - „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწ...


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე პეკინში სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა

16.06.2017, პეკინი - ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზ...


რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში საერო პირებისათვის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

14.06.2017, ბუქარესტი - 14 ივნისს, რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, გაიმართა რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობისათვის, რუმინეთის პა...


ლიუბლიანაში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმით ბარელიეფი გაიხსნა

14.06.2017, ლიუბლიანა - ​სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, „ნავიე“-ს სკვერში, „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში, გაიხსნა ბარელიეფი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების&ld...


ლიმაში საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

14.06.2017, ლიმა - ​ლიმაში პერუს რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით გაიმართა ოფიციალური მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა აღდგენისა და ქართული კინოფილმების ფესტივალს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საპატიო კონსულმა პერუს რესპუბლიკაში პილარ დეზამ ...


​ვენეციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის და ლიტერატურის შესწავლა მომავალშიც შესაძლებელი იქნება

13.06.2017 - საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, ვენეციის კა’ ფოსკარის პროფესორ გაგა შურღაიასთან ერთად, შეხვედრა გამართა იტალიის განათლების, უნივერსიტეტისა და კვლევის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კა’ ფოსკარის უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების გადარჩენა. წარმატებუ...


ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო მიღებით აღინიშნა

13.06.2017, დუბლინი - ​დუბლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ მერმა ბრენდან კარმა. გამოსვლისას საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა...


ინდოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

​ინდოეთის ქ. მუმბაის  სასტუმრო „Taj Mahal Palace“-ში, საქართველოს საელჩოს სახელითა და ქ. მუმბაიში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.


ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

9.06.2017, ბრიუსელი - ბრიუსელში, საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართული პოლიფონიის კონცერტი - „გაზაფხულის კონცერტი - ქართული კლასიკური მუსიკა და პოლიფონია“. ბრიუსელში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა, ნანა ქუბინიძემ და ტენორ...


კვიპროსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავი საზეიმო მიღებით აღინიშნა

9.06.2017, ნიქოზია - ქ. ნიქოზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსი...


საქართველო-ბულგარეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ფარგლებში ქ. სოზოპოლში გამოფენა და კინოჩვენება გაიმართა

9.06.2017, სოზოპოლი - საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ბულგარეთის შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე,  საქართველოს საელჩომ გამართა თემატური ფოტოგამოფენა - „Spectecular Georgia&rd...


ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი ირლანდიელ ევროპარლამენტარს ბრაიან ჰეიესს შეხვდა

8.06.2017, დუბლინი - ​2017 წლის 8 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან ბრაიან ჰეიესთან.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.


კოპენჰაგენში საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

25.05.2017б კოპენჰაგენი - კოპენჰაგენში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.