საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა
ამბასადორიალი 2016
თბილისი, 26-29 ივლისი, 2016
სამშაბათი, 26 ივლისი
09:00-10:00 – შეხვედრის გახსნა. პარლამენტის სხდომათა დარბაზი
- საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - მისასალმებელი სიტყვა;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - მისასალმებელი სიტყვა;
- საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - მისასალმებელი სიტყვა.
(მედია დაიშვება სხდომათა დარბაზში მედიისთვის განკუთვნილ იარუსზე ან მედია -ცენტრში, სადაც ასევე განხორციელდება პირდაპირი ტრანსლირება).
10:05-11:05 – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზენტაცია/ფოტოგამოფენა „საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები (პარლამენტის შენობა - თამარ მეფის დარბაზი. დაინტერესების შემთხვევაში მედიას შეუძლია გადაიღოს ღონისძიება).
11:45-14:45 – სამუშაო სესია - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. პარლამენტის სხდომათა დარბაზი (დახურულია მედიისთვის).
15:45-18:15 – სამუშაო სესია - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. პარლამენტის სხდომათა დარბაზი (დახურულია მედიისთვის).
18:30-19:00 – შეხვედრა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სუჯატა მეჰტასთან. პარლამენტის სხდომათა დარბაზი (კადრების აღება ხდება მედია-იარუსიდან. შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება კომენტარები).
ოთხშაბათი, 27 ივლისი
09:00-10:15 – სამუშაო სესია - დემოკრატიული განვითარება. პარლამენტის სხდომათა დარბაზი.
მოდერატორი: ბ-ნი დავით ზალკალიანი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
სტუმრები:
- ქ-ნი მანანა კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ქ-ნი თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
დისკუსია
(დახურულია მედიისთვის, შეხვედრის დაწყების წინ კადრების აღება მედია-იარუსიდან. შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარები).
10:15-11:30 – სამუშაო სესია - სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. პარლამენტის სხდომათა დარბაზი.
მოდერატორი: ბ-ნი დავით დონდუა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
სტუმრები:
- ბ-ნი გიორგი ვოლსკი - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე;
- ბ-ნი ლევან იზორია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოადგილე;
- ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.
დისკუსია
(დახურულია მედიისთვის, შეხვედრის დაწყების წინ კადრების აღება მედია-იარუსიდან. შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარები).
11:45-13:00 – სამუშაო სესია - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. პარლამენტის სხდომათა დარბაზი.
მოდერატორები: ბ-ნი გიგი გიგიაძე და ბ-ნი დავით დონდუა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები.
სტუმრები:
- ბ-ნი არჩილ ყარაულაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
- ქ-ნი თინათინ ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
- ბ-ნი გიორგი მღებრიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ბ-ნი თედო ჯაფარიძე - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.
დისკუსია
(დახურულია მედიისთვის, შეხვედრის დაწყების წინ კადრების აღება მედია-იარუსიდან. შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარები)
13:00-14:15 – სამუშაო სესია - კულტურული დიპლომატია. პარლამენტის სხდომათა დარბაზი.
მოდერატორი: ქ-ნი ხათუნა თოთლაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
სტუმრები:
- ბ-ნი მიხეილ გიორგაძე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
- ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
- ბ-ნი გელა დუმბაძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში.
დისკუსია
(დახურულია მედიისთვის, შეხვედრის დაწყების წინ კადრების აღება მედია-იარუსიდან. შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარები).
14:15-14.45 – ამბასადორიალის მონაწილეთა შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან. პარლამენტის სხდომათა დარბაზი (უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის ნაწილი მედიისთვის ღიაა, შესაძლებელია მისი მოსმენა, როგორც მედია-იარუსიდან, ასევე მედია-ცენტრში, სადაც გადაიცემა გამოსვლა სინქრონული თარგმანით).
16:00-16:15 – საქართველოს ინოვაციებისა და სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაცია. საქართველოს ტექნოლოგიური პარკი.
მოდერატორი: ბ-ნი დავით ჯალაღანია - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
სტუმრები:
- ბ-ნი დიმიტრი ქუმსიშვილი - ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
- ბ-ნი ოთარ დანელია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
- ბ-ნი ნოდარ ჯავახიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
- ქ-ნი მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.
დისკუსია
(დახურულია მედიისთვის, შეხვედრის დაწყების წინ კადრების აღება მედია-იარუსიდან. შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარები).
16:15-17:30 – სამუშაო სესია - ეკონომიკური დიპლომატია (დახურულია მედიისთვის, შეხვედრის დაწყების წინ კადრების აღება მედია-იარუსიდან. შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარები).
17:45-19:00 – შეხვედრა საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან (დახურულია მედიისთვის, შეხვედრის დაწყების წინ კადრების აღება მედია-იარუსიდან. შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარები).
ხუთშაბათი, 28 ივლისი
09:00-18:45 – თემატური და რეგიონული სამუშაო შეხვედრები (დახურულია მედიისთვის)
19:00-20:30 – სამუშაო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან (დახურულია მედიისთვის)
პარასკევი, 29 ივლისი
09:00-10:15 – თემატური და რეგიონული სამუშაო სესიები (დახურულია მედიისთვის)
10:30-11:45 – თემატური და რეგიონული სამუშაო სესიები (დახურულია მედიისთვის)
11:45-13:00 – თემატური და რეგიონული სამუშაო სესიები (დახურულია მედიისთვის)
14:00-15:15 – შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან (დახურულია მედიისთვის)
15:30-17:00 – შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან (დახურულია მედიისთვის)
17:15-18:00 – ამბასადორიალის შემაჯამებელი შეხვედრა (დახურულია მედიისთვის)
18:00-18:15 – პრესკონფერენცია ამბასადორიალის შედეგების შესახებ. საქართველოს პარლამენტის შენობა.