„შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების
ხელმძღვანელთა შეხვედრა

 

ამბასადორიალი 2017

 


პროგრამა

საქართველოს პარლამენტი, თბილისი, 18-21 ივლისი, 2017

 

ზოგადი შენიშვნა:

„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლების მონაცემები წინასწარ უნდა მიეწოდოს სამინისტროს პრესსამსახურს.

ღონისძიების დაწყების წინ მოხდება მედიის წარმომადგენელთა რეგისტაცია და მათთვის საინფორმაციო მასალების გადაცემა.

ამბასადორიალის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება დაესწრონ ღონისძიების ფორმატით გათვალისწინებულ ღია შეხვედრებს, ხოლო იმ შეხვედრებზე, რომელიც მედიის წარმომადგენლებისთვის არსებული ფორმატით დახურულია, მათ მიეცემათ საშუალება შეხვედრის დასაწყისში გადაიღონ ვიზუალური მასალა და შეხვედრის დასრულებისას რესპოდენტებს ჩამოართვან კომენტარები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა კომენტარებს და ინტერვიუებს.

სამშაბათი, 18 ივლისი

08:30-10:00

ამბასადორიალის გახსნა
  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე

მისასალმებელი სიტყვა:

  • საქართველოს პრეზიდენტი, ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი;
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი გიორგი კვირიკაშვილი;
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი ირაკლი კობახიძე;
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე.

მონაწილეობენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, პარლამენტის მუდმივი კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში; საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, საგანგებო დავალებათა ელჩები, დეპარტამენტის დირექტორები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და თბილისში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

10:00-10:30

შესვენება

10:30-13:00

პანელი I - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება და სამომავლო გეგმები

10:30-11:30

მომხსენებელი:

  • მინისტრის პირველი მოადგილე, ბ-ნი დავით ზალკალიანი;
  • მინისტრის მოადგილე, ბ-ნი დავით დონდუა;
  • მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი.
  • დისკუსია

11:30-12:00

შესვენება

12:00–13:00

მომხსენებლები:

  • მინისტრის მოადგილე, ბ-ნი დავით ჯალაღანია;
  • მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ხათუნა თოთლაძე;
  • მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ზვიად გონაძე.
  • დისკუსია

13:00-14:00

ლანჩი

14:00-15:00

საგარეო საქმეთა სამინისტროში შეფასების სისტემის დანერგვა.

მოდერატორი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ზვიად გონაძე

მომხსენებელი:

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ქ-ნი ირმა ქევხიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ქ-ნი ირინა დახუნდარიძე.

15:00-15:15

შესვენება

15:15-16:15

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილთან.

16:15-16:30

შესვენება

16:30-17:30

პანელი I - საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შეფასება და სამომავლო გეგმები (გაგრძელება)

მომხსენებელი: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე

17:30-18:30

შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან

18:30

ერთობლივი ფოტოსურათის გადაღება

 

ოთხშაბათი, 19 ივლისი

09:00-10:15

პანელი II - დემოკრატიული განვითარება

მოდერატორი: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე

სტუმრები:

  • ბ-ნი ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
  • ქ-ნი თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

სამუშაო სესიაზე მონაწილეები განიხილავენ მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. საუბარი შეეხება სასამართლო რეფორმას, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საქართველოს თავმჯდომარეობას და პრიორიტეტებს.

10:15-11:30

პანელი III - სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

მოდერატორი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი დავით დონდუა

მოწვეული სტუმრები:

  • ქ-ნი სოფიო ქაცარავა - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.
  • ბ-ნი გედევან ფოფხაძე - საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
  • ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • ბ-ნი ვახტანგ გომელაური - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

სამუშაო სესიაზე მონაწილეები განიხილავენ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმდინარეობის პროცესს. საუბარი შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებას, საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.

11:30-11:45

შესვენება

11:45-13:00

პანელი IV - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

მოდერატორები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები

  • ბ-ნი ვახტანგ მახარობლიშვილი
  • ბ-ნი დავით დონდუა

მოწვეული სტუმრები:

  • ქ-ნი თამარ ხულორდავა - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
  • ბ-ნი ვიქტორ დოლიძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
  • ბ-ნი ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
  • ბ-ნი ლევან იზორია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  • ბ-ნი გიორგი მღებრიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

სამუშაო სესიის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ევროკავშირთან საქართველოს დაახლოვების შემდგომი ნაბიჯებზე. მათ შორის საუბარი შეეხება ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესს. მონაწილეები ასევე ისაუბრებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის ბრიუსელის სამიტის მოსამზადებელ საკითხებსა და ევროკავშირის მიერ წარდგენილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სტრატეგიას - „20 შედეგი 2020 წლისთვის“. სამუშაო სესია ასევე დაეთმობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს, ალიანსთან პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობას და საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატოს-თან თავსებადობის საკითხებს. სესიის მონაწილეები იმსჯელებენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე.

13:00-14:00

ლანჩი

14:00-15:15

პანელი V – საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია

მოდერატორი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, -ნი ხათუნა თოთლაძე

სტუმრები:

  • -ნი ალექსანდრე ჯეჯელავა - საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
  • -ნი მიხეილ გიორგაძე - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
  • ტარიელ ხეჩიკაშვილი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

სამუშაო სესიაზე მონაწილეები იმსჯელებენ საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე. კერძოდ, საუბარი შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის წარმოჩენას, საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. მონაწილეები ასევე გაეცნობიან საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს. საუბარი შეეხება საქართველოში გამართულ და დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს და საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამებში საქართველოს ჩართულობას.

15:15-16:30

შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

მოდერატორი:

  • ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, -ნი მიხეილ ჯანელიძე

სტუმრები:

  • -ნი ანა ნაცვლიშვილი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
  • -ნი ზვიად დევდარიანი - სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი;
  • -ნი ვასილ (დავით) სიხარულიძე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე;
  • -ნი კახა გოგოლაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი;
  • -ნი ალექსი ალექსიშვილი - პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ხელმძღვანელი.

სამუშაო სესიაზე მონაწილეები იმსჯელებენ საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე.

16:30-16:45

შესვენება

16:45-18:00

პანელი VI - დეზინფორმაცია და ანტი-დასავლური პროპაგანდა

მომხსენებელი:

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე
  • პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ბ-ნი ილია კობერიძე

სამუშაო სესიის განსახილველი საკითხებია ე.წ. „რბილი ძალა“ და ანტი-დასავლური პროპაგანდა საქართველოში, ანტი-დასავლური გზავნილების მთავარი წყაროები, საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

ხუთშაბათი, 20 ივლისი

09:00-18:00

პანელი VII - თემატური და რეგიონული სამუშაო შეხვედრები

მთელი დღის განმალობაში „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში გაიმართება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების მონაწილეობით თემატური სამუშაო შეხვედრები. შეხვედრები მედიისთვის დახურულია. ფოტო და ვიდეო მასალას გაავრცელებს პრესცენტრი. ასევე მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ჩაწერონ მონაწილეთა კომენტარები, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

  • რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და სამშვიდობო პოლიტიკა;
  • ევროპული ინტეგრაცია;
  • ევროატლანტიკური ინტეგრაცია;
  • ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობები (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და გაეროს რეზოლუციის კამპანია);
  • აზიის და ოკეანეთის ქვეყნებთან ორმხრივი;
  • ურთიერთობები;
  • ამერიკის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები;
  • მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები;
  • საკონსულო საკითხები;
  • დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები;

 

პარასკევი, 21 ივლისი

08:30

მედიის გამგზავრება მიკროავტობუსით პარლამენტის შენობიდან „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიერ დაფინანსებულ საწარმოებში - შპს „მატერია“ (მისამართი: წალენჯიხის ქ. 2/15, კახეთის გზატკეცილი) და შპს „ჯეოკეპი“ (მისამართი: ორხევის დასახლება, ნაკვეთი 02/108)

09:00-10:00

საწარმოების დათვალიერება

10:00-13:00

ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენცია

(შპს „ჯეოკეპის“ საკონფერენციო დარბაზი)

მოდერატორი:

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი - ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე

მონაწილეობენ:

  • ბ-ნი დიმიტრი ქუმსიშვილი - პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
  • ბ-ნი გიორგი გახარია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
  • ბ-ნი ზურაბ ალავიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  • ბ-ნი ლევან დავითაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ბ-ნი ილია ელოშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.
  • ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.

„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენცია - „ეკონომიკური დიპლომატია“ დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს. კონფერენციის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ საგადასახადო და საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე, ქვეყნის სივრცითი მოწყობის - 4 წლიანი ინფრასტრუქტურული გეგმაზე, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტებზე, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის საკითხებზე, ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებზე - განახლებადი ენერგია და ელექტროენერგიის ექსპორტი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და საქართველოს მონაწილეობა ენერგორესურსების ტრანზიტში.

13:00

დაბრუნება პარლამენტის შენობაში

14:00 - 15:15

ლანჩი

15:15 - 16:15

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილთან

16:15 - 16:30

შესვენება

16:30 -17:45

პანელი VIII - ამბასადორიალის შემაჯამებელი შეხვედრა

მომხსენებლები:

  • თემატური და რეგიონული სამუშაო შეხვედრების მოდერატორები;
  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძე.

18:00 - 18:15

პრესკონფერენცია ამბასადორიალის შედეგების შესახებ
  • მინისტრი, მინისტრის მოადგილეები