საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, გაახლებთ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით

2014 წელს სულ შემოსულია 75 განცხადება, აქედან:

  • საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 70 შემთხვევაში;
  • განხილვის პროცესშია - 5 განცხადება.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ შემოსულა არცერთი ადმინისტრაციული საჩივარი.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, სამინისტრო ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას:

  • თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენისას;
  • სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა პირადი საქმეების შედგენისას;
  • დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირთა პირადი საქმეების შედგენისას;
  • ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის დამუშავებისას;
  • საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების გაწევისას;
  • საზღვარგარეთ მყოფი/მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვისა თუ რეალიზაციის მიზნით საკონსულო დახმარების გაწევისას (სამოქალაქო მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ინფორმაცია სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის კუთხით, ფინანსური მდგომარეობა, ინფორმაცია მემკვიდრეობის თაობაზე, რელიგიური კუთვნილება, პოლიტიკური მრწამსი და სხვა);
  • საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისას;
  • საქართველოს სამსახურებივი სარგებლობის პასპორტების გაცემისას;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას;
  • საზღვარგარეთ საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის საქართველოში გადმოსვენებისას;
  • ექსტრადიციისა და მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის, მათ შორის, დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემისას;
  • საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნისა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების არსებობისას;
  • საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების, დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებების, თავდაცვის, საზღვაო და საჰაერო ატაშეების, მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლობებისა და ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაწესებულებების თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციის დამუშავებისას;
  • კანონმდებლობით სამინისტროსათვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულებისას. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციის შენახვა სამინისტროში წარმოებს, როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი დაცულია. რაც შეეხება აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციის სხვისთვის გადაცემას, იგი ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესის შესაბამისად.
ამასთან გაცნობებთ, რომ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N247 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ქოიავა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა ლეკვეიშვილი.