ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N247 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ქოიავა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა ლეკვეიშვილი.