საქართველოს ელჩმა კატარში ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრა გამართა

16.07.2019 კატარი - კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან ალი ბინ აჰმედ ალ-კუვარისთან შეხვედრა გამართა.


დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.


პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

15.07.2019 თბილისი- მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში, სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.


საქართველოს ელჩი თურქული ავიაკომპანიის პრეზიდენტს შეხვდა

15.07.2019 თურქეთი -  საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა თურქული ავიაკომპანიის „ატლასგლობალი“ (Atlas Global) პრეზიდენტთან და მფლობელთან მურათ ერსოისთან გამართა.


ეგვიპტეში საქართველოს ელჩი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

15.07.2019 ეგვიპტე - ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა პრესკონფენერცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლებისათვის გამართა.


საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი საკვირაო სკოლის პედაგოგებსა და აღსაზრდელებს შეხვდა

15.07.2019 ლონდონი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის “ლაზარე“ პედაგოგებსა და აღსაზრდელებთან.


საქართველოს ელჩი ჰანოვერში ქართულ დიასპორას შეხვდა

15.07.2019 ჰანოვერი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენელებს შეხვდა.