საქართველოს ელჩი მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

17.07.2019 მალაიზია - საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის  პრეზიდენტთან, მეგან სუსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ SMITA-ს გენერალური მდივანი, ქ-ნი მერი ლოუ და საერთაშორისო შესყიდვების დირექტორი, ქ...


საქართველოს ელჩმა კატარში ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრა გამართა

16.07.2019 კატარი - კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან ალი ბინ აჰმედ ალ-კუვარისთან შეხვედრა გამართა.


ალექსანდრე ხვთისიაშვილი ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

 16.07.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიიღო ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნაზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალა. 


დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.


პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

15.07.2019 თბილისი- მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში, სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის.


საქართველოს ელჩი თურქული ავიაკომპანიის პრეზიდენტს შეხვდა

15.07.2019 თურქეთი -  საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა თურქული ავიაკომპანიის „ატლასგლობალი“ (Atlas Global) პრეზიდენტთან და მფლობელთან მურათ ერსოისთან გამართა.


ეგვიპტეში საქართველოს ელჩი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

15.07.2019 ეგვიპტე - ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა პრესკონფენერცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლებისათვის გამართა.