საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ.ვიზიტის შესახებ

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ. ვიზიტი სირიაში, მრავალწლიან ომში გახვეულ ქვეყანაში, სადაც რუსეთი საკუთარი გავლენის განმტკიცებას ყველა საშუალებით ცდილობს.


​ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

22.08.2017 ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები  სრული დატვირთვით მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18.08.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. 


საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

17.08.2017 თბილისი - ​ესპანეთის სამეფოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. 


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

16.08.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს, დოქტ. ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს აჰმად ჰასან ალ-ჰამადის შეხვდა

14.08.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან.


​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. ალექსანდრიასთან მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით

12.08.2017 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 12 აგვისტოს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. ალექსანდრიასთან მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის გამო, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა.   ამ მძიმე განსაცდელის ჟამს, საქართველოს საგარეო საქმეთ...