სტაჟირების კონკურსი საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2015 წლის 4 დეკემბერს აცხადებს სტაჟირების კონკურსს:

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის შესწავლის, შემდგომში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.

აპლიკაციების მიღების ვადაა 2015 წლის 4 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  1. განაცხადების გადარჩევა;
  2. ტესტირება ინგლისურ ენაში;
  3. გასაუბრება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა;
  • ფიზიკური ჯანმრთელობა;

კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში - (www.hr.gov.ge) „დამატებითი დოკუმენტაცია“ აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ კანდიდატს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, აუცილებელია აიტვირთოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • თუ კანდიდატს გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური, აუცილებელია აიტვირთოს სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო ბილეთი).

სასურველია:

  • მეორე უცხო ენის ცოდნა;
  • ზოგადი განათლების და ფიზიკური მომზადების მაღალი დონე;
  • დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში, სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების ძალებში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.

კონკურსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ინსტრუქცია განთავსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mfa.gov.ge).

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), კონკურსის დასრულებამდე პერიოდში დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 -14 სთ) შემდეგ ტელეფონებზე:

(+995 32) 2-94-50-00 (შიდა 29-01; 29-02; 29-03)

ელფოსტა: interns@mfa.gov.ge

აუცილებელია კანდიდატებმა შევსებული აპლიკაციები გადმოაგზავნონ (www.hr.gov.ge) ვებ-გვერდის მეშვეობით.