latvia-FM.jpg

ყოველწლიური საგრანტო კონკურსი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში თანამშრომლობის განვითარების პროექტების განხორციელებაზე

2015 წლის 16 მარტს, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ყოველწლიური საგრანტო კონკურსი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში თანამშრომლობის განვითარების პროექტების (Development Cooperation Projects) განხორციელებაზე.

თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკის 2015 წლის გეგმის თანახმად, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის გამოყოფილი პროექტების საგრანტო თანხა შეადგენს 70 ათას ევროს.

გრანტის პირდაპირი, ან არაპირდაპირი ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს, როგორც ადგილობრივი მთავრობა, საჯარო უწყებები, სამთავრობო დაწესებულებები, ისე ასოციაციები, ფონდები, ბიზნესმენები და სავაჭრო გაერთიანებები. გრანტის მიღება არ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, ან პოლიტიკურ ასოციაციებს. არსებული პრაქტიკის მიხედვით, კონკრეტული პროექტისათვის გრანტის მისაღებად საჭიროა ლატვიური და პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი განაცხადის გაკეთება.

გრანტის მიღებაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2015 წლის 28 აპრილის 17:00 საათამდე (ლატვიის დროით), რის შემდეგაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს წარმოდგენილ
პროექტებს და 2015 წლის 1 ივნისამდე გამარჯვებულის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს  ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკის თაობაზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.mfa.gov.lv/en/policy/development-co-operation.