საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო დეპარტამენტის სიახლეები

ბელარუსში უცხოური ვალუტის შეტანის რეგულაციების შესახებ

​ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ბელარუსის საზღვრის გადაკვეთისას 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გადატანის შემთხვევაში აუცილებელია მისი დეკლარირება


საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

მიმდინარე წლის 19 მარტს დღის 11:00 საათზე ქ. სტამბოლში, ტაქსიმზე, ისტიკლარის გამზირზე მოხდა ტერორისტული აქტი, რის შედეგადაც გარდაიცვალა 5 ხოლო დაშავდა ათეულობით მოქალაქე, ქ.სტამბოლის გუბერნიის საგანგებო შტაბიდან მიღებული ინფორმაციით გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 


ზიკას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

ზიკას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, ლათინური ამერიკის მიმართულებით მოგზაურობისას, გაითვალისწინონ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები  და მიიღონ სათანადო პრევენციული ზომები ვირუსის თავიდან აცილების მიზნით, ხ...


საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით დაბრუნდნენ საქართველოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური დახმარებას სთავაზობს

​საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნდნენ საქართველოში, ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური სთავაზობს დახმარებას საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებაში.


აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უცხოური ვალუტის შეტანა-გატანის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

​აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 13 იანვრიდან ამოქმედდა უცხოური ვალუტის შეტანა-გატანის ახალი რეგულაციები.


ისრაელის სახელმწიფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბაჟისაგან განთავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების შესახებ

​ისრაელის სახელმწიფოს საბაჟო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელში უცხო ქვეყნის მოქალაქე გათავისუფლებულია ბაჟისაგან შემდეგი სახის/რაოდენობის პროდუქტის შემოტანისას:


ინფორმაციას საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ აპოსტილის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ წინააღმდეგობის გაუქმების თაობაზე

​საბერძნეთის რესპუბლიკამ გააუქმა თავისი წინააღმდეგობა საქართველოს მიერ ჰააგის 1961წლის 5 ოქტომბრის აპოსტილის კონვენციასთან მიერთების თაობაზე. როგორც კონვენციის დეპოზიტარის - ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული,აპოსტილის კონვენცია საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ძალაში შევ...


სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შესასვლელად დაწესებული ახალი მოთხოვნები:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური მოწყობილობის მიერ არა-კითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (ძველი ტიპის პასპორტი, რომელიც საზღვარზე სკანირებისას არ იკითხება ელექტრონული მოწყობილობით) მფლობელი უცხოეთის მოქალაქე ვერ შეძლებს&nbs...


უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლისთვის სპეციალური საშვების მიღების საფუძვლები

2015 წლის 16 სექტემბერს მიღებული N 722 დადგენილებით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ შეტანილ იქნა ცვლილებები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და ტერიტორიიდან გასვლის წესში.


საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

თურქეთის რიგ რეგიონებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში გადაადგილებისგან.  


  < 1 2  >