საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის

უცხოეთში დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საკონსულო მომსახურების მარტივად მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი www.geoconsul.gov.ge ამოქმედდა.

ვებგვერდის  საშუალებით შესაძლებელია:

  • ამომწურავი ინფორმაციის მიღება საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების,  მათი  ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

  • ინფორმაციის მიღება საკონსულო მომსახურებებისა და თითოეული მომსახურებისათვის დადგენილი პროცედურების, წარსადგენი დოკუმენტების, მოსაკრებლის ოდენობისა და გადახდის პირობების შესახებ.

  • საკონსულო მომსახურების  ონლაინ მოთხოვნა, საკონსულოში ვიზიტის სასურველი თარიღისა და დროის, ასევე, მომსახურების მისაღები ფორმის შერჩევა.

  • კონსულისათვის კონკრეტული მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტების  განსახილველად წინასწარ წარდგენა  (საკონსულო სამსახურში განცხადების უშუალოდ წარდგენამდე, მოქალაქე წინასწარ მიიღებს ინფორმაციას არასათანადო, ან ხარვეზიანი დოკუმენტებისა და ხარვეზის აღმოფხვრის გზების თაობაზე). 

  • გარკვეული მომსახურების  ვიდეო ზარის (Skype) საშუალებით მიღება.

  • საკონსულო აღრიცხვაზე მარტივად დადგომა (საკონსულო აღრიცხვა არ წარმოშობს რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს და ემსახურება მხოლოდ საკონსულო სამსახურის მხრიდან მოქალაქის უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს).

 

www.geoconsul.gov.ge - საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ვებ-გვერდი, რომელიც საქართველოსა და უცხოელ მოქალაქეებს საკონსულო მომსახურების გამარტივებულად მიღებაში დაეხმარება.

Posted by MFA of Georgia on 2015 წლის 9 მარტი, ორშაბათი