საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სავიზო ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოში ამოქმედდა ახალი სავიზო პოლიტიკა. განისაზღვრა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს (მოქალაქეობის არმქონე პირებს) მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ვრცლად სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge.

უცხოელს მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში. საქართველოს გრძელვადიანი ვიზა გაიცემა 90 დღის ხანგრძლივობით და არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ვიზის გაცემის ელექტრონული სისტემა, რომლის განაცხადიც შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ მისამართზე: www.evisa.gov.ge

საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დაინტერესებული პირის მიერ უარის გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან ერთი  1 (ერთი) თვის ვადაში.

იხილეთ სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა.


უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა - 100 კითხვა ახალ კანონთან დაკავშირებით.