სავიზო ინფორმაცია ავსტრალიის თანამეგობრობაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ავსტრალიის თანამეგობრობაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ავსტრალიის თანამეგობრობის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

დიპლომატიური და სამსახურებრივი ტიპის პასპორტის მფლობელთათვის:

  • პასპორტის მთავარი გვერდის ასლი (მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე), ნოტარიულად დამოწმებული;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა http://www.immi.gov.au/allforms/)
  • იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავსტრალიაში მგზავრობის მიზანს წარმოადგენს საქმიანი მიზნით ან ტურისტულად გამგზავრება, აგრეთვე ახლობლების მონახულება გარდა დასაქმებისა უნდა შეივსოს სავიზო განაცხადის ფორმა № 600. რომლის შევსება და წარდგენაც 2014 წლის 9 მაისიდან ხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე www.immi.gov.au
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა;

ორდინალური ტიპის პასპორტის მფლობელთათვის საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • პასპორტის მთავარი გვერდის ასლი (მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე), ნოტარიულად დამოწმებული;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა http://www.immi.gov.au/allforms/)
    იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავსტრალიაში მგზავრობის მიზანს წარმოადგენს საქმიანი მიზნით ან ტურისტულად გამგზავრება, აგრეთვე ახლობლების მონახულება გარდა დასაქმებისა უნდა შეივსოს სავიზო განაცხადის ფორმა № 600. რომლის შევსება და წარდგენაც 2014 წლის 9 მაისიდან ხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე www.immi.gov.au
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლისგან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ);
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • გასაუბრება ინიშნება შემდეგ სატელეფონო ნომერზე +90 312 459 9550

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ-გვერდზე.

ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ავსტრალიის თანამეგობრობის საელჩოს კოორდინატები:

Ugur Mumcu 88 Kat 7 GOP Ankara, Turkay
ტელ: 0312 459 9500
ფაქსი:0312 446 4827
ვებ-გვერდი: http://www.turkey.embassy.gov.au/anka/home.html
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.dfat.gov.au/

ინფორმაცია ახალ სავიზო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით:

2012 წლის 16 ივლისიდან, ავსტრალიის საელჩო ქ.ანკარაში წყვეტს პასპორტებში ეტიკეტირებული ვიზის (სავიზო ბლანკის) განთავსებას.

ცვლილება ეხება როგორც დროებით, ასევე მუდმივ ბიზნეს, ტურისტულ, პარტნიორულ და სტუდენტურ ვიზებს.

ეტიკეტის გარეშე მგზავრობამ შეამცირა ვიზის გაყალბების რაოდენობა. ეტიკეტისაგან განსხვავებით, რომელიც შესაძლებელია გაყალბდეს, ელექტრონული თანხმობა რეალურად ადასტურებს მგზავრის ვიზის ხანგძლივობას.

მგზავრებს ავსტრალიაში გასამგზავრებლად აღარ ესაჭიროებათ ვიზის ეტიკეტი (ბლანკი) პასპორტში. ვიზა დაკავშირებულია მის პასპორტთან, რომელიც წარდგენილი იყო სავიზო აპლიკაციასთან ერთად. კლიენტმა მგზავრობისას თან უნდა იქონიოს პასპორტი და სავიზო აპლიკაცია. ვიზის მსურველი მოქალაქეები ასევე მიიღებენ წერილს ვიზის გაცემის შესახებ. საელჩოები მოქალაქეებს ურჩევენ მგზავრობისას პასპორტისა და სავიზო აპლიკაციის გარდა, ასევე იქონიონ ვიზის გაცემის წერილიც, თუმცა მათი პასპორტი და სავიზო განაცხადის ფორმაც საკმარისია ავიაკომპანიის თანამშრომლებისათვის, რათა დარწმუნდნენ ძალაშია თუ არა მგზავრის ვიზა.

ავსტრალიის ელექტრონული სისტემა ავიაკომპანიის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ კლიენტის ვიზის სტატუსი ავსტალიიდან გამომგზავრების დროსაც.

ავიაკომპანიებს აქვთ საშუალება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში დაუკავშირდნენ ავსტრალიის სახელმწიფოში შესვლის ოპერაციების ცენტრს. ამ ახალი სისტემას აქვს რამდენიმე უპირატესობა:

  • მოქალაქე არ აგზავნის თავის პასპორტს საელჩოში. საელჩო მოითხოვს მოითხოვს მხოლოდ აპლიკანტის პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველი გვერდის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს და სავიზო განაცხადდთან ერთად.
  • თუ კლიენტმა არ წარმოადგინა რომელიმე ორიგინალი დოკუმენტი, არ არის ფოსტით გაგზავნის ან კლიენტისათვის უკან გაგზავნის მომსახურება.
  • დროის დაზოგვის მიზნით, შესაძლებელია აპლიკანტს გაეგზავნოს ელექტრონული შეტყობინება ვიზის მიღების შესახებ.
  • ახალი სისტემა აპლიკანტს საშუალებას აძლევს სავიზო განაცხადი შეიტანოს ავსტრალიის საელჩოში და ამავდროულად სხვა ქვეყნის საელჩოშიც.
  • არ არის პასპორტის დაკარგვის ან არასწორ მისამართზე გაგზავნის საფრთხე.

როგორ გაიგებს აპლიკანტი რა მოთხოვნებს უყენებს მას საელჩო ვიზის მისაღებად?

აპლიკანტი მიიღებს წერილს ვიზის მოქმედების ვადისა და შესაბამისი პირობების შესახებ.

თუ აპლიკანტი დაკარგავს აღნიშნულ წერილს ან დასჭირდება დამატებითი ინფორმაცია, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ სისტემა „VEVO–ს” მეშვეობით.

“VEVO”არის ონლაინ სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომია ვიზის მქონე მოქალაქეებისათვის, რათა გადაამოწმონ დეტალები მათ სახელზე გაცემული ვიზის შესახებ.

აღნიშნული სისტემის მეშვეობით ვიზის მფლობელ მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს შემდეგი სხის ინფორმაცია:

  • ვიზის კლასი (კატეგორია) და ქვეკლასი (ქვეკატეგორია)
  • ვიზის გაცემისა და ვადის გასვლის თარიღი
  • ვიზის ნომერი
  • ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლის თარიღი
  • თანმხლები პირების სია
  • შესვლის რაოდენობა
  • ქვეყანაში ყოფნის პერიოდი

სისტემა „VEVO“-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ–გვერდზე: www.immi.gov.au