ავსტრიის რესპუბლიკა 

 
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en 
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.

უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:
 

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი;
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფული, მოქმედი ელექტრონული ბარათი ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://geoconsul.gov.ge/ka/visaInformation?process=1      

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონტაქტო ინფორმაცია:
ცხელი ხაზი: (+995 32) 2 94 50 50;
ტელ: (+995 32) 294 50 00;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: consulinfo@mfa.gov.ge  
მისამართი: შ. ჩიტაძის ქ. N4, 0118 თბილისი, საქართველო 


საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების სრული საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/consularOffices  

 

 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ავსტრიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!



C ტიპის ვიზა (90 დღემდე-მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

D ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე-გრძელვადიანი) გაიცემა ქ.ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
 

ტურისტული ვიზის მისაღებად საკონსულოში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

  • სავიზო ანკეტა სრულყოფილად შევსებული (ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენაზე) და ხელმოწერილი. იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.eda.admin.ch ან ელექტრონულად შევსებული ანკეტა: https://www.swiss-visa.ch (არასრულყოფილად შევსებული და ხელმოუწერელი ანკეტები არ მიიღება);
  • პასპორტი, რომელიც ძალაშია ავსტრიის რესპუბლიკის სივრცის დატოვების თარიღიდან მინიმუმ 3 თვე და გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორ სუფთა გვერდისა);
  • პასპორტის ასლი (სურათიანი გვერდის ასლი და იმ შემთხვევაში თუ პასპორტი გაგრძელებულია, იმ გვერდის ასლიც, რომელზეც გაგრძელების შენიშვნა არის დაფიქსირებული);
  • ძალაში მყოფი და ძალაში არ მყოფი ვიზების ასლები;
  • 2 პასპორტის ზომის ფოტოსურათი 35/40 მმ-ზე, მკაფიო ფოკუსით, დაუზიანებელი, გადაღებული ბოლო 2 თვის მანძილზე. ფოტოსურათები, რომლებიც არ დააკმაყოფილებს ამ პირობებს არ მიიღება;
  • სასტუმროს ან ბინის ქირავნობის ხელშეკრულება ვიზის მსურველი პირის მონაცემებით: გვარი, სახელი, სასტუმროში ან დაქირავებულ ბინაშუ ყოფნის პერიოდი. სასტუმროს ჯავშანი ან ბინის ქირავნობის ხელშეკრულება უნდა გამოიგზავნოს ავსტრიიდან პირდაპირ საელჩოს ელექტრონულ ფოსტაზე. ინტერნეტიდან ამობეჭდილი ან ტურისტული სააგენტოს მიერ გაცემული სასტუმროს ჯავშანი არ მიიღება;
  • წერილი სამსახურიდან (ოფიციალურ ბლანკზე, ხელმოწერილი, ბეჭდით, რომელზედაც გარკვევით უნდა ჩანდეს ორგანიზაციის სარეგისტრაციო ნომერი) შემდეგი ინფორმაციით: გვარი, სახელი, თანამდებობა, ხელფასის ოდენობა, ინფორმაცია შვებულების/მივლინების ვადების შესახებ. წერილი მიმართული უნდა იყოს შვეიცარიის საელჩოსადმი თბილისში და უნდა უყოს შედგენილი რომელიმე ერთერთ ენაზე: ინგლისურად /გერმანულად /ფრანგულად ან იტალიურად;
  • სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, 30.000 ევრო სადაზღვევო ლიმიტით, რომელიც ძალაშია მთელი შენგენის სივრცისთვის (ორიგინალი ასლით);
  • ვიზის მსურველი პირის ფინანსური გარანტიები (საბანკო ამონაწერი ბოლო 3 თვის ფულის მიმოქცევის შესახებ, ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ). თითოეულ პირს უნდა ჰქონდეს საშუალება დაფაროს ავსტრიაში ყოფნის თითოეული დღის ხარჯები მინიმუმ 100 € ევროთი. ბანკის ამონაწერი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურად /გერმანულად / ფრანგულად ან იტალიურად;
  • ორი გზის ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი ასლით), ჯავშანი უკან დასაბრუნებელი ღია თარიღით არ მიიღება;
  • სტუდენტებისა და მოსწავლეების გამგზავრების შემთხვევაში, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან სკოლიდან, ნათარგმნი ინგლისურ /გერმანულ /ფრანგულ ან იტალიურ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული;
  • საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 35 ევროს, რომლის გადახდაც ხდება მხოლოდ შესაბამისი ექვივალენტით აშშ დოლარში;

 
იმ შემთხვევაში თუკი 18 წლამდე ბავშვები მოგზაურობენ მშობლების ან ერთერთი მშობლის გარეში, დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ ორივე ან ერთერთი მშობლის (რომელიც არ მიყვება) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ინგლისურად ან ერთერთ შვეიცარიის სახელმწიფო ენაზე და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი თარგმანით (ნოტარიუსის გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში აპოსტილის ბეჭდით დამოწმებული);
 
სასტუმრო, ბიზნეს, ტრანზიტული, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინი მომსახურების და ოჯახის გაერთიანების ვიზის კატეგორიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.eda.admin.ch/content
 
ავსტრიის ვიზის მიღების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ  სავიზო დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით  შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში გასაუბრების თარიღი უნდა დანიშნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზეhttps://www.swiss-visa.ch/register/i210_select_country_view.action   

განაცხადი შეტანილი უნდა იყოს მინიმუმ 2 კვირით და მაქსიმუმ 3 თვით ადრე გამგზავრებამდე. ვიზის დამუშავების პერიოდი მოიცავს 10 სამუშაო დღეს (მას მერე რაც ყველა საჭირო საბუთი იქნება წარმოდგენილი).
 
შვეიცარიის საკონსულოში საბუთების (ორიგინალები) ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ. საჭიროების შემთხვევაში საელჩომ შეიძლება  მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს ვებ-გვერდზე: https://www.eda.admin.ch/countries/georgia/en
 
 
.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მისამართი:
კრწანისის ქ. 11, 0114 თბილისი, საქართველო
ტელ: 2-75-30-01/2-75-30-02 (აღნიშნულ ნომრებზე მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია ორშაბათიდან -ხუთშაბათის ჩათვლის 15:00 – 17:00 მდე)
ელ.ფოსტა: tif.visatiflis@eda.admin.ch 
ვებ-გვერდი: www.eda.admin.ch
 
.ბაქოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს:
მისამართი: LandmarkIII, 7. Stock Nizami Str. 90AAZ-1010 Baku, Azerbaijan
ტელ: (+994 12) 465 99 33
ფაქსი: (+994 12) 465 99 94
ელ-ფოსტა: baku-ob@bmeia.gv.at
ვებ-გვერდი: www.bmeia.gv.at
 
ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: https://www.bmeia.gv.at/en/