სავიზო ინფორმაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირიდან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • სავიზო მოსაკრებელი: ერთჯერადი-100 აშშ დოლარი ორჯერადი-200 აშშ დოლარი მრავალჯერადი-220 აშშ დოლარი;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://mfa.gov.af/en/

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მისამართი ქ. ანკარაში:

Embassy of Afghanistan in Ankara
მისამართი: Cinnah Caddesi, No. 88 Cankaya Ankara, Turkay
ტელეფონი: (+90-312) 442 2523
ფაქსი: (+90-312) 442 6256

ქ.სტამბულში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ვებ–გვერდი: http://www.afghanconsulateistanbul.com