სავიზო ინფორმაცია ალბანეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის
 

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

შენიშვნა: თუ პიროვნება ფლობს შენგენის წევრი ქვეყნების (C ან D) კატეგორიის გამოყენებულ რავალჯერადი შესვლა–გასვლის ვიზას, ან შენგენის წევრი ქვეყნების ბინადრობის ნებართვას შეუძლია შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვიზის/ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადამდე.

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა)   ალბანეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის ან ქ. სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა)   ალბანეთის რესპუბლიკის  გენერალური საკონსულოს მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
-2 სავიზო განაცხადის  ფორმა  ივსება შემდეგ ვებ გვერდზე http://www.albanianembassyankara.net/ ;
-2  ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
-პასპორტი მოქმედი შემდეგი 3 თვის მანძილზე;
-პასპორტის ასლი მოქმედი და ვადაგასული ვიზების ჩათვლით ;
-მოწვევა/წერილი  მომწვევი პირიდან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით ;
-ცნობა  დამსაქმებლისგან (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, დამსაქმებლის (კომპანია/დაწესებულება) სრული მისამართი  (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
სამოგზაურო დაზღვევა;
-ბილეთი დახურული თარიღით;
-სავიზო მოსაკრებელი  40 ევრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია  უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე,  დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია   ალბანეთის რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mfa.gov.al/
 

ალბანეთის რესპუბლიკის საელჩოს მისამართი ანკარაში:
Embassy of the Republic of Albania in the Republic of Turkey
Ebu Ziya Tevfik sok. No. 17, Çankaya, Ankara
Tel: +90312 4416103
Fax: + 90312 4416109
E-Mail: embassy.ankara@mfa.gov.ge
www.albanianembassyankara.net

ალბანეთის გენერალური საკონსულოს მისამართი სტამბოლში:
General Consulate of the Republic of Albania in Istanbul
Gümüşsuyu Inönü Cad. No. 30/6 Taksim, Istanbul
Tel: +90 212 244 32 56
Tel: +90 212 244 32 57
Fax: +90212 2962427
E-Mail: consulate.istanbul@mfa.gov.ge