სავიზო ინფორმაცია ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) ალჟირის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 35 ევრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

აგრეთვე ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mae.dz/ma_fr/

ალჟირის საელჩოს კოორდინატები ქ.ანკარაში:

Embassy of Algeria in Ankara, Turkey
Sehit Ersan Caddesi
NR 42 Cankaya,
Ankara, Turkey
ტელ: 90 312 468 77 19, 90 312 428 80 37
ფაქსი: 90 312 468 75 93