ამერიკის შეერთებული შტატები

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის არასამიგრაციო ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა DS160–ის შევსების დასტური. აღნიშნული ელექტრონული ფორმა ივსება შესაბამის მისამართზე: https://ceac.state.gov/GENNIV/;
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები ;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, ელექტრონულად ატვირთული სავიზო განაცხადის ფორმა DS160–ის შევსებისას;
  •  ცნობა  დამსაქმებლისგან (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით) გაცემული ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე;
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი (ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა ( მაგალითად: საბანკო ამონაწერი);
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია  უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მომხმარებელთა მომსახურების საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com

  • ზარი საქართველოდან: (+995 32) 2471 160.
  • ზარი აშშ-დან: 703 988 7103.

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-main-contactus.asp
 
ქ.თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: დიღმის მასივი, ბალანჩივაძის ქ.11

  • ტელ: 27-70-00; 53-23-34
  • ფაქსი: 2 53 23 22

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს (სახელმწიფო დეპარტამენტის) ვებ–გვერდი: http://www.state.gov/
ქ. თბილისში აშშ–ს საელჩოს ვებ–გვერდი: http://georgia.usembassy.gov