სავიზო ინფორმაცია ანგოლის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ანგოლის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.მოსკოვში/პარიზში ანგოლის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი:100 $-გაფორმება 10 სამუშაო დღეში, 200 $- 5 სამუშაო დღეში.

ანგოლაში გამგზავრებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა!

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

აგრეთვე,ანგოლის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mirex.gv.ao/

ანგოლის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. მოსკოვში:

მისამართი: Olof Palme Str. 6, 119590 Moscow
ტელ: +7 (499) 143-6324
ფაქსი: 956-1880; (+7 (495) 956-1880)
ვებ-გვერდი: http://angolarussia.ru
ელ.ფოსტა: angomosc@col.ru

ანგოლის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. პარიზში:

მისამართი: 19, Avenue Foch, 75116 Paris
ტელ: (+33) 1 45.01.58.20
ფაქსი: (+33) 1 45.00.33.71