სავიზო ინფორმაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამგზავრების მიზნით, საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ელექტრონული ვიზა. ელექტრონული ვიზის მისაღებად გთხოვთ, მიმართოთ ტურისტულ სააგენტოებს.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.mofa.gov.ae/MOFA_English/Editor/uae_visa.pdf;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • პენსიონერი(ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი(ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა(მაგ. უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)
  • არასრუწლოვანი განმცხადებლის შემთხვევაში(მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mofa.gov.ae/

ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) არაბთა გაერთიანებული საამიროების კოორდინატები:

Turan Gunes Bulvar, Galip Erdem Cad. 613.sok No : 13, İlkbahar Mah. – Çankaya, Ankara / Turkey
ტელ: +90-312-490 14 14; +90-312-490 14 68
+90-312-490 14 99 (საკონსულო სამსახური)
ფაქსი: +90-312-491 23 33
ელფოსტა: consulate@uaeemb.comcommercial@uaeemb.net
ვებ-გვერდი: http://www.uaeemb.net/

ინფორმაცია ვიზის მიღებასთან დაკავშირებით: http://www.emirates.com/

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.gov.ae/