სავიზო ინფორმაცია ახალ ზელანდიაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ახალ ზელანდიაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა(ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ლონდონშ(დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო)ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ.

ახალ ზელანდიაში მოკლევადიანი მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, შესაძლებელია ვიზა მიღებულ იქნას შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვით და სავიზო განაცხადის შევსებით შემდეგ ინტერნეტ ბმულზე:  https://www.immigration.govt.nz/new-zealand-visas პროცედურების დასრულების შემდეგ განმცხადებელზე გაიცემა ელექტრონული ვიზა
 

წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზოგანაცხადის ფორმა(მგზავრობის მიზნდიან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა(http://www.immigration.govt.nz/migrant/)
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული(უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • პენსიონერი(ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა(მაგ: უკანასკნელი 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.)
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე)
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურის ვებ–გვერდზე: http://www.immigration.govt.nz/migrant/general/formsandfees/officeandfeescalculator

საიმიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდი: http://www.immigration.govt.nz/

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურის კოორდინატები:

ვებ-გვერდი: http://www.ttsnzvisa.com
ელფოსტა: ttslondonnz@ttepl.com
მისამართი: Visa Application Centre TT Visa Services Ltd 2nd Floor Mimet House
5A Praed Street London W2 1NJ UNITED KINGDOM
საფოსტო მისამართი: Visa Application Centre TT Visa Services Ltd 2nd Floor Mimet House 5A Praed Street London W2 1NJ UNITED KINGDOM
Phone: +44 203 582 7499

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfat.govt.nz/