სავიზო ინფორმაცია ბაჰამის თანამეგობრობაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ბაჰამის თანამეგობრობაში 90 დღემდე ვადით ვიზა არ ესაჭიროება.

შენიშვნა: ერთ წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებმა, რომლებიც ბაჰამის თანამეგობრობის ტერიტორიაზე შესვლამდე 10 დღით ადრე იმყოფებოდნენ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქვეყანაში:

  • ანგოლის რესპუბლიკა;
  • ბენინის რესპუბლიკა;
  • ბოლივიის მრავალეროვანი რესპუბლიკა;
  • ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა;
  • ბურკინა-ფასო;
  • კოლუმბიის რესპუბლიკა;
  • კამერუნის რესპუბლიკა;
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
  • ეკვადორის რესპუბლიკა;
  • გაბონის რესპუბლიკა;
  • გამბიის რესპუბლიკა;
  • გვინეის რესპუბლიკა;
  • ფრანგული გვინეა;
  • განას რესპუბლიკა;
  • ლიბერიის რესპუბლიკა;
  • ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;
  • სიერა-ლეონეს რესპუბლიკა;
  • პერუს რესპუბლიკა;
  • სუდანის რესპუბლიკა.

ბაჰამის თანამეგობრობის საზღვარზე უნდა წარადგინონ ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. 

ბაჰამის თანამეგობრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.mfabahamas.org/