სავიზო ინფორმაცია ბაჰრეინის სამეფოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ბაჰრეინის სამეფოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა(ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში(თურქეთის რესპუბლიკა)ბაჰრეინის სახელმწიფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ და აგრეთვე წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ბაჰრეინის სამეფოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთის შემთხვევაში.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 12 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით(თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • განმცხადებლის წერილი მისიის ხელმძღანელის (ელჩის/გენერალური კონსულის)სახელზე,რომელშიც წარმოდგენილი იქნება მგზავრობის მიზანი და თარიღი;
  • დახურული ბილეთი;
  • სასტუმროს ჯავშანი ან ბაჰრეინში გაჩერების/დროებითი განთავსების მისამართი;
  • სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ბაჰრეინის სამეფოს საელჩოს კოორდინატები ქ. ანკარაში:

მისამართი: Likbahar Mah. 612 No.10 Oran – Cnkaya
Ankara -Turkey
ტელეფონი: 0090 312 491 2656
ვებ-გვერდი: http://www.mofa.gov.bh/ankara/

ბაჰრეინის სამეფოს საელჩოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.mofa.gov.bh/