სავიზო ინფორმაცია ბელარუსის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mfa.gov.by/

ბელარუსში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ ესაჭიროებათ.
 
სავალდებულოა ბელარუსის რესპუბლიკაში 10 000 აშშ დოლარზე მეტი თანხის ოდენობის შეტანის ან გატანის შემთხვევაში დეკლარირების განხორციელება.
 

დეკლარირების გარეშე 10 000 აშშ დოლარზე მეტი თანხის ქვეყანაში შეტანა ან გატანა აკრძალულია. ხსენებული ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ითვალისწინებს ბელარუსის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 14.5 მუხლის თანახმად ჯარიმას, 10 საბაზო ერთეულიდან 30 საბაზო ერთეულამდე (საბაზო ერთეული - 180 000 ბელ. რუბლი = 11.8 აშშ დოლარი) თანხის კონფისკაციას.

ბელარუსის საელჩო სომხეთში

Armenia, 23 Abovian Street, Apt 23, 375009 Yerevan, Armenia
ტელ.: (+374 10) 27 56 11, (+374 10) 22 02 69
ფაქსი: (+374 10) 26 03 84
ვებ-საიტი: http://armenia.mfa.gov.by/ru/
ელფოსტა: armenia@belembassy.org

ბელარუსის საელჩო აზერბაიჯანში

Genclik, Kral Huseyn kucesi, 64 Baki AZ 1069, Azerbaijan
ტელ.: (+994) 12 436 46 38
ფაქსი:: (+994) 12 436 46 37
ელფოსტა: azerbaijan@belembassy.org