სავიზო ინფორმაცია ბენინის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ბენინის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ლონდონში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო)ბენინის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ყვითელი ციებ-ცხელების ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • სავიზო მოსაკრებელი.

იმ პირმა,რომელსაც არ აქვს ბენინის შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გაცემული ვიზა, საზღვარზე უნდა წარადგინოს  კოტონოუს საემიგრაციო და იმიგრაციო დირექტორატის მიერ გაცემული წერილი, ვიზის გაცემის გამარტივების შესახებ.
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ბენინის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.ლონდონში:

მისამართი: Millennium Business Centre, Humber road, London NW2 6DW
ტელ: 020 8830 8612
ფაქსი: 020 8830 8925
ელფოსტა: beninconsulate@hotmail.co.uk
ვებ-გვერდი: http://beninconsulate.co.uk/

ბენინის საელჩო ქ.ვაშინგტონში: http://www.beninembassy.us/