სავიზო ინფორმაცია ბოლივიაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ბოლივიის მრავალეროვან რესპუბლიკაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ ან ქ. კიევში (უკრაინა) საპატიო საკონსულოს მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ/ესპანურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • ყვითელი ციებ-ცხელების ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი თარგმნილი ინგლისურად/ესპანურად;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 65 ევრო (ქ. პარიზში არსებული საელჩოსთვის).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან! 

აგრეთვე, ბოლივიის მრავალეროვანი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://www.rree.gob.bo/

ბოლივიის მრავალეროვანი რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. პარიზში: 

მისამართი: 12, avenue du Président Kennedy–75116 Paris
ტელ: 01 42 24 93 44
ფაქსი: 01 45 25 86 23
ელ.ფოსტა: embolivia.paris@wanadoo.fr

ბოლივიის მრავალეროვანი რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს კოორდინატები ქ. კიევში:

მისამართი: 24/45 Pochaininskaya Str., Kiyv
ტელ: +38044-417-42-91
ელ.ფოსტა: conboliv@ukr.net

ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.rree.gob.bo/

ბოლივიის საპატიო საკონსულოს საკონტაქტო ინფორმაცია:

KIEV-UCRANIA 04071 CALLE XORIVA-POCHAINSKAYA 45/24
Teléfono: 380-44-4174291
Fax: 380-44-425
E-mail: conboliv@ukr.netdankoamigos@mail.ru
José Vladimir Tordoya Rojas Cónsul Honorar