სავიზო ინფორმაცია ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.სტამბოლი (თურქეთის რესპუბლიკა) ბოსნია და ჰერცეგოვინის გენერალური საკონსულოს სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა; საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი (ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ:უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა).
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • სავიზო მოსაკრებელი: 31 ევრო

მოქალაქე, რომელიც ფლობს შენგენის წევრი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქმედ მრავალჯერად ვიზას ან ცხოვრების ნებართვას, ბოსნია ჰერცეგოვინაში შესასვლელად და თხუთმეტ დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროება.სავალდებულო პირობას წარმოადგენს ის, რომ პირი რომელიც ფლობს შენგენის წევრი ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქმედ მრავალჯერად ვიზას ან ცხოვრების ნებართვას ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაემგზავროს ევროკავშირის ან შენგენის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან.
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

თურქეთის რესპუბლიკაში ბოსნია და ჰერცეგოვინის გენერალური საკონსულოს კოორდინატები:

Dikilitaş Mah., Yeni Gelin Sok.No:6, Ap. No:24 Kat 3, 34342 Beşiktaş, Istanbul, Türkiye
Tel: +(90212) 2366892, 2366934, 2363108, 2363108
http://www.mfa.ba/

ბოსნია და ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mvp.gov.ba/