სავიზო ინფორმაცია ბოტსვანას რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ბოტსვანის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.სტოქჰოლმში (შვედეთის სამეფო), ქ. ლონდონში (დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო), ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი, ქ.სტოკჰოლმში არსებული ბოტსვანის რესპუბლიკის საელჩოს შემთხვევაში, შეადგენს 540 სეკს,რომელიც უნდა იქნას გადახდილი შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

    Bank: SEB
    Account Name: Botswana Ambassad
    Account Number:52771027518
    Iban No: SE1250000000052771027518
    Ric code (swift address) ESSESESS

ბოტსვანას ვიზის მიღება აგრეთვე შესაძლებელია ქ.თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს საკონსულო სამსახურში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებ–გვერდზე: http://www.ukba.homeoffice.gov.uk

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ბოტსვანის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.სტოკჰოლმში:
მისამართი: Tyrgatan 11, 10041 Stockholm, Sweden
ტელ: (+46-8) 54525880
ფაქსი: (+46-8) 7230087
ელფოსტა: botstock@gov.bw

ბოტსვანის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. ლონდონში:
მისამართი: 6 Stratford Place, London W1C 1AY
ტელ: (+44 20)020 7499 0031
ფაქსი: (+44 20)020 7495 8595

ბოტსვანის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ. ბრიუსელში:
მისამართი: Av. De Tervuren 169, 1150 Bruxelles
ტელ: (+32) 2 735 20 70; (+32) 2 735 61 10
ფაქსი: (+32) 2 735 63 18
ელფოსტა: botswana@brutele.be

ბოტსვანას საელჩო.ქ.ვაშინგტონში: http://www.botswanaembassy.org/