სავიზო ინფორმაცია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში  ტურისტული ან საქმიანი მიზნებისთვის თავისუფლდებიან ვიზის მიღების ვალდებულებისგან არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში მათი პირველი შესვლის დღიდან.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აპირებენ დარჩნენ ბრაზილიის ტერიტორიაზე 90 დღეზე დიდხანს,ან თუ 
განზრახული აქვს რაიმე საქმიანობის ან ანანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, ვალდებულნი არიან მიიღონ სათანადო ვიზა.
 

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: www.itamaraty.gov.br

ქ. თბილისში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: ჭანტურიას ქ. # 6/2, თბილისი 0108;
ტელ: (+995 32)2 932 419
ელ-ფოსტა: brasemb.tbilisi@itamaraty.gov.br