სავიზო ინფორმაცია ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. ვაშინგტონში (ამერიკის შეერთებული შტატები) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა, რომელიც ივსება შემდეგ ვებ-გვერდზე: www.bruneiembassy.org;
  • 2 ფოტო (2x2) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით (თუ რჩებით კერძო პირთან: ამ პირის პირადი ნომერი, ტელეფონი, მისამართი, პასპორტის ასლი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია);
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი:ერთჯერადი ვიზისთვის - 14 აშშ დოლარი, მრავალჯერადი ვიზისთვის - 22 აშშ დოლარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

აგრეთვე, ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს საგარეოსაქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mfa.gov.bn/

ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს საელჩოს კოორდინატები ქ.ვაშინგტონში:
მისამართი: 3520 International Court, NW
Washington, DC20008
Work No: (202) 237 – 1838 Ext.317
Direct No: (202) 420 59 15
Email: lara.morales@bruneiembassy.org