სავიზო ინფორმაცია ბურუნდიში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

ბურუნდის მოკლევადიანი ვიზა გაიცემა ქ.ლონდონში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო)ბურუნდის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.


ოკლევადიანი ვიზის მისაღებად საკონსულოში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

 

  • სავიზო განაცხადის ფორმა (თქვენი პირადი მონაცემების შემცველი კითხვარი);
  • პასპორტი, რომელიც მოქმედი იქნება თქვენს მიერ ბურუნდში გამომგზავრების სავარაუდო თარიღის შემდგომი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და მისი ასლი (პასპორტი უნდა შეიცავდეს არა ნაკლებ ორი სუფთა გვერდისა);
  • 2 ფოტო ბიომეტრიული, გადაღებული უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში;
  • სამოგზაურო დაზღვევის პოლისი, რომელიც უნდა მოქმედებდეს ბურუნდის ტერიტორიაზე პირის დაგეგმილი მთლიანი პერიოდის განმავლობაში;
  • ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და/ან  ელექტრონული ბილეთის ასლი);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ ენაზე (ცნობაში მითითებული უნდა იყოს თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლისგან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • ფინანსური გარანტია (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და/ან საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა);
  • მოწვევა ;
  • ეპიდემიის აცრის (ყვითელი ციება) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სავიზო მოსაკრებელი,  შეადგენს 60 £ და უნდა იქნას გადახდილი შემდეგ ანგარიშზე:
Account Name: Embassy of Burundi/Visa fees
Account Number: 00166104
IBAN: GB48TABL40624500166104
Sort Code: 40 62 45
Bank Name: The Access Bank UK Ltd
Bank Address: 1 Cornhill
London, EC3V 3ND
 
ასევე გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას!
 
სავიზო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნას წარმომადგენლის მიერ, ფოსტის (ფოსტის უკან გადაგზავნის მომსახურება წინასწარ უნდა იქნას გადახდილი) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ელ. ფოსტის შემთხვევაში  შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა უნდა იქნას გადმოგზავნილი ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე:
Embassy of Burundi
Uganda House 2nd floor
58-59 Trafalgar Square
London WC2N 5DX.
 
განაცხადის განხილვის ვადა წარმოადგენს 2 სამუშაო დღეს.
 
 


ბურუნდის საელჩოს კოორდინატები .ლონდონში:
მისამართი: Uganda House 2nd floor, 58-59 Trafalgar Square, London WC2N 5DX.

ტელ: 0207 930 4958
ფაქსი: 0207 930 4957
ვებ გვერდი: http://www.burundiembassy.org.uk/Consular/VisaInfo.html
ელ .ფოსტა: info@burundiembassy.org.uk