სავიზო ინფორმაცია გაბონის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება გაბონის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.მოსკოვში/პარიზში (რუსეთის ფედერაცია/საფრანგეთის რესპუბლიკა) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით ;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

გაბონის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.მოსკოვში:
მისამართი: 16 Rue Vesnina, 121002, Moscow
ტელ: (7-095) 241 0080
ფაქსი: (7-095) 244 0694

გაბონის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები ქ.პარიზში:
მისამართი:26, Avenue Raphael, 75116 Paris
ტელ: (33 1) 01 42 24 79 60
ფაქსი: (33 1) 01 42 24 62 42