სავიზო ინფორმაცია გამბიის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება გამბიის რესპუბლიკაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ვაშინგტონში (ამერიკის შეერთებული შტატები)საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით ;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

აგრეთვე, გამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mofa.gov.gm/

გამბიის საელჩოს კოორდინატები ქ. ვაშინგტონში:
მისამართი: 2233 Wisconsin Avenue, NW
Suite 240, Georgetown Plaza
Washington, DC 20007
ტელ: (+202) 785-1399
ფაქსი: (+202) 785-1430
ელფოსტა: info@gambiaembassy.us
ვებ-გვერდი: http://www.gambiaembassy.us

გამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–ვერდი: http://www.mofa.gov.gm/