სავიზო ინფორმაცია განას რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება განას რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.თეირანში (ირანის ისლამური რესპუბლიკა) განას რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა 4 ასლი (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა)
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში- მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 4 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი;
  • საკონსულო მოსაკრებელი:
    ერთჯერადი ვიზა: 70 ევრო;
    მრავალჯერადი ვიზა: 100 ევრო;
    ტრანზიტული ვიზა: 70 ევრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http//ghanaembtehran.com/

ქ.თეირანში (ირანის რესპუბლიკა) განას რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
ტელ: +98(0)2122421447; +98(0)2122175363
ფაქსი: +98(0)2122421448
მისამართი: House No. 5, Amirie Sourie Street, Zafarenieh, Tehran
ელ.ფოსტა: ghanaembter@yahoo.com

განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.ghana.gov.gh/

განას რესპუბლიკის საელჩოს (ქ.ბერლინი) ვებ–გვერდი: http://www.ghanaemberlin.de/visa.html

განას რესპუბლიკის საელჩოს (ქ.რომი) ვებ–გვერდი: http://www.ghanaembassy.it/Consular/visas.php