გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 


2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 
 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!
 

ვიზებზე საბუთების შემოტანა ხდება მხოლოდ წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ. საბუთების მიღების დღე და საათი შეგიძლიათ შეათანხმოთ: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 -დან 18:00სთ-მდე ტელეფონის ნომერზე 0 900 007 001 გვარისა და პასპორტის ნომრის მითითებით. ერთი ზარის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო ასევე გასცემს პორტუგალიასა და ფინეთში მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღემდე ვადით) გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეთათვის ვიზებს.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/ka/04/UB__Visabestimmungen.html;
  • წინა პასპორტის, ვიზებისა და სასაზღვრო ბეჭდების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • წერილობითი მოწვევა გერმანიიდან ასლთან ერთად;
  • მასპინძლის მიერ ვალდებულების თავის თავზე აღების შესახებ განცხადების ორიგინალი ასევე ასლით.აღნიშნული საბუთის არარსებობის შემთხვევაში: დამადასტურებელი საბუთი იმის შესახებ, რომგანმცხადებელი საკუთარი სახსრებით დაფარავს მგზავრობისა და საზღვარგარეთ ყოფნის ხარჯებს.მაგალითად: ცნობა დანზოგის, ხელფასის რეგულარული ჩარიცხვის, წლიური ბრუნვის შესახებ;
  • გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე:
  • ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთების ორიგინალი და ერთი ასლი:მაგ.დაბადებისმოწმობები, ქორწინების მოწმობები თარგმანთან ერთად;
  • ნაცნობობის დამადასტურებელი საბუთები: მაგ.ფოტოები;
  • შესაბამის შემთხვევაში: მომწვევი პირისქვეყანაში ყოფნის უფლების ასლი;
  • სამშობლოში დაბრუნების მოტივაცია თქვენი ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე:
  • ქორწინების მოწმობის, შესაბამის შემთხვევაში განქორწინების მოწმობის ან მეუღლის გარდაცვალებისმოწმობის ორიგინალი +ერთი ასლი და თარგმანი;
  • არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობების ორიგინალი +ერთი ასლი და თარგმანი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან ხელფასის მითითებით, სტუდენტის დამადასტურებელი მოწმობა,სამეწარმეო რეესტრის ცნობა წლიური ბრუნვის მითითებით, უძრავი ქონებისა და მისგან მიღებულიშემოსავლის; ცნობა და ა.შ. +თარგმანი;
  • ბოლო 3 თვის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამგზავრო/სამდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის ( ორიგინალი და ასლი);
  • განაცხადის დამუშავების საფასური 35 ევროს ოდენობით;
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება, ორივე მშობელი პასპორტით ან პირადობის მოწმობით(+ერთი ასლი)პირადად უნდა გამოცხადდეს საელჩოში დაწარმოადგინოს ბავშვის დაბადების მოწმობა;

ყველა ქართული საბუთი ბარდება თარგმანთნ ერთად;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ-გვერდზე: http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/ka/04/UB__Visabestimmungen.html

ქ.თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
დავით არმაშენებლის გამზირი N166, 0112 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 243-53-99
ფაქსი: (+995 32) 291-16-51
ელ.ფოსტა: visa@tifl.diplo.de

გფრ–ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.auswaertiges-amt.de/diplo/de/Startseite.html