სავიზო ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა)დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ, ხოლო საბუთების წარდგენა უნდა განხორციელდეს ქ.თბილისში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსთან არსებულ "Uk Visa Application Centre"-ში.

2013 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქე, რომლებიც გეგმავს დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას 6 თვემდე მეტი ვადით, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა ტუბერკოლოზის არქონის შესახებ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: http://visa4uk.fco.gov.uk/)
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა (ორიგინალი და მისი ასლი)
  • ბილეთის ჯავშანი;
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული)
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ ენაზე (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • ფინანსური გარანტია განცმხადებლის ან მისი სპონსორის(ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ საბუთი უნდა იყოს საბანკო ამონაწერის სახით, რომელიც ანკეტის შევსების თარიღამდე 3 თვით ადრე პერიოდიდან უნდა იწყებოდეს და არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ წერილს ბანკიდან განმცხადებლის ან მისი სპონსორის ნაშთის შესახებ.);
  • სტუდენტებმა ყოველთვის უნდა წარმადგინონ თავიანთი ჩარიცხვის წერილის ორიგინალი ბრიტანეთის უნივერსიტეტიდან, კოლეჯიდან თუ სკოლიდან.
  • საკონსულოში წარდგენილ საბუთი უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ორიგინალის სახით;
  • შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით.ელექტრონული (ონლაინ) გადახდის განხორციელება შესაძლებელი ვიზა და მასტერქარდის ტიპის, როგორც სადებეტო ისე საკრედიტო ბარათებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://ukingeorgia.fco.gov.uk/ka/visiting-uk/

„UK Visa Application Centre“-ის სავიზო განაცხადის მიღების ცენტრის კოორდინატები:
მისამართი: ბესიკის ქ N 4,0108,თბილისი
სავიზო განაცხადის მიღების ცენტრის მომსახურების საფასურია £ 59.

ქ. თბილისში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კოორდინატები:

მის:51 Krtsanisi St., 0114 Tbilisi, Georgia
ტელ: +995 32 227 47 47
Fax: +995 32 227 47 92
E-mail: british.embassy.tbilisi@fco.gov.uk
 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.fco.gov.uk/en/

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდი: http://ukingeorgia.fco.gov.uk/ka