დომინიკის რესპუბლიკა (დედაქალაქი სანტო დომინგო)

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება დომინიკის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ. პარიზში (საფრანგეთის რესპუბლიკა) გენერალური საკონსულოს მიერ.

საქართველოს მოქალაქე,რომელიც ფლობს შენგენის,კანადისა და აშშ-ს მრავალჯერად, გამოყენებულ ვიზებს შეუძლია შევიდეს დომინიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა - http://consuladord.com/contenidos.aspx?cid=59&lang=ES
  • 1 ფოტო (4x5 , თეთრ ფონზე) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და ასლი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით (თუ რჩებით კერძო პირთან: ამ პირის პირადი ნომერი, ტელეფონი,მისამართი,პასპორტის ასლი და სხვა აუცილებელი ინფორმაცია) ;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით(თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი, წერილი დამფინანსებლისგან და ა.შ.);
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 120 ევრო .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

დომინიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.minex.gob.gt

დომინიკის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ვებ–გვერდი:www.consuladord.com

ქ.პარიზში დომინიკის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს კოორდინატები:

24, rue Vernier, 75017 , PARIS, FRANCIA
ტელ: +33 1 55 37 10 30/ 35 / 31
ფაქსი: +33 1 44 09 98 88
Email: consuldompar@magic.fr; consuldompar@wanadoo.fr