სავიზო ინფორმაცია ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა;
  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • ცნობა დამსაქმებლისგან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგალითად: ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერი და ა.შ.);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან! აგრეთვე, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: www.mfa.gov.et

ეთიოპიის ფედერალური რესპუბლიკის კოორდინატები ქ. ანკარაში:
მისამართი: Resit Galip Cad. Gökcek Sok. No. 11 Gazi Osman Pasa, Ankara Metropolitan, Central Anatolia Region
ტელ: 90 312 436 04 00 / (60 312 ) 448 19 27
ფაქსი: 312 448 19 38
Email: ethembank@ttnet.net.tr

ეთიოპიის საელჩოს ვებ–გვერდი ქ.პარიზში: http://embeth.free.fr