სავიზო ინფორმაცია ერაყის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ერაყის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.თბილისში ერაყის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.mofamission.gov.iq/GEO/en/articles.aspx
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი (ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ:უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი , საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა);
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ქ.თბილისში ერაყის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე: http://www.mofamission.gov.iq/GEO/en/articles.aspx 

Address of Embassy: Georgia, Tbilisi, Vake, Kobuleti str.16,0179
Embassy Phone: (+995) 32 234501/; (+995) 32 234502; (+995) 32 23403; (+995) 32 913596
Review times at the embassy and consular section: From 11 am until 15 pm
E-mail of the Embassy: iraqiageoemb@yahoo.com

ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.gov.iq/index.aspx

ერაყის რესპუბლიკის საელჩოს (ქ.თბილისი)ვებ–გვერდი: http://www.mofamission.gov.iq/GEO/en/articles.aspx