ესპანეთის სამეფო

 
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთის სამეფოში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 
 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთის სამეფოში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!
 

ესპანეთის სამეფოს მოკლევადიანი ვიზე გაიცემა ქ.თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საკონსულო სამსახურის მიერ,  ხოლო გრძელვადიანი ვიზა (91 დან 365 დღემდე მოქმედების ვადით) გაიცემა ქ. სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა) ესპანეთის სამეფოს გენერალური საკონსულოს მიერ.

2013 წლის 16 სექტემბრიდან სავიზო განაცხადები ჩაბარებული ნიდერლანდების სამეფოს საელჩოში განსახილველად გადაიგზავნება ქ. პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) არსებულ ჰოლანდიურ რეგიონალურ-ადმინისტრაციულ და საკონსულო ოფისში.სავიზო განაცხადები განიხილება არა უმეტეს 14 დღის ვადაში.

ნიდერლანდების საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა http://georgia.nlembassy.org/);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ესპანეთის სამეფოს მოქალაქისგან ან მუდმივი რეზიდენტი უცხოელისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი-ასლი.იმ შემთვევაში თუ მომწვევი მეუღლესთან ერთად ფლობს ქონებას, მოწვევას მეუღლეც აწერს ხელს.
  • მომწვევის პასპორტის ასლი
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი (თვიურიშემოსავლის მინიმალური თანხა-1.186,37 ევრო);
  • სტუდბილეთი, თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
  • ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;
  • საბანკო ამონაწერი ბოლო სამი თვის;
  • თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • განაცხადის დამუშავების საფასური: 35 ევრო
  • სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის, დაზღვევის მოქმედების ვადა უნდა იყოს 15 კალენდარული დღით მეტი (ორიგინალი და ასლი);
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
  • ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
         D- გრძელვადიანი ვიზაზე (91 დან 365 დღემდე მოქმედების ვადით) განაცხადის წარდგენის დროს საქართველოს მოქალაქეებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის შემთხვევაში  წარმოდგენილ ჯანმრთელობის ცნობაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„აღნიშნული ჯანმრთელობის ცნობა შეესაბამება მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის 2005 წლის საერთაშორისო ჯანმრთელობის რეგულაციებს (World Health Organization İnternational Health Regulations (2005)) და მოქალაქეს არ გამოუვლინდა არანაირი გადამდები დაავადებები“.


 
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

 

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.maec.es/es/Home/Paginas/HomeEs.aspx 

ქ. თბილისში ჰოლანდიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: ილია ჭავჭავაძს გამზირი N34, პიქსელის ცენტრი, თბილისი
ტელ: 2276200, 2276222
ელფოსტა: tbi-ca@minbuza.nl
ვებ გვერდი: https://www.netherlandsworldwide.nl/countries/georgia/about-us/embassy-in-tiblisi​

 

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.minbuza.nl/

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდი: https://www.netherlandsworldwide.nl/countries/georgia/about-us/embassy-in-tiblisi 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე: http://www.maec.es/es/Home/Paginas/HomeEs.aspx

ქ.სტამბოლში ესპანეთის სამეფოს გენერალური საკონსულოს კოორდინატები:
მისამართი: Cumhuriyet Caddesi No.233 K.4 Ferah Apt. 80230 Harbiye Istanbul
ტელეფონი: +90 (212) 225 20 99, 225 21 53, 219 31 86
ფაქსი: +90 (212) 225 20 88