სავიზო ინფორმაცია ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.ასტანაში (ყაზახეთის რესპუბლიკა) ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე
  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა ივსება შემდეგ ინტერნეტ ბმულზე: http://visa.mofa.gov.vn, (შენიშვნა: რომ დაასრულებთ ფორმის შევსებას ჩამოტვირთეთ და ისე ამობეჭდეთ).
  • მოწვევა შესაბამისი მიმწვევი კომპანიისგან/პირისგან;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ. ბანკიდან უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • ვიზის ტიპიდან გამომდინარე უნდა იქნას გადახდილი შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი ერთჯერადი 1 თვემდე მოქმედების ვადის-50 აშშ დოლარი.თვიდან 6 თვემდე-80 აშშ დოლარი, თვიდან 1 წლამდე-120 აშშ დოლარი
  • ბილეთის ჯავშანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.mofa.gov.vn/en#c3MFx7gTLvnG

ქ.ასტანაში (ყაზახეთის რესპუბლიკა) ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
Ul Saryarka 6,Astana, Kazakhstan
Phone: (+7) 7172-99-03-75
Fax: (+7) 7172-99-03-79
Website: http://www.mofa.gov.vn/vnemb.kz 
Email: vneb.kz@mofa.gov.vn

ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.gov.vn/en#c3MFx7gTLvnG