სავიზო ინფორმაცია თურქმენეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება თურქმენეთის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

 

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • 1 სავიზო განაცხადის ფორმა
  • მოწვევა შესაბამისი მიმწვევი კომპანიისგან/პირისგან;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი ( ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი და ა.შ)
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშობლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • ვიზის ტიპიდან გამომდინარე უნდა იქნას გადახდილი შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი-ერთჯერადი 35 აშშ დოლარი, მრავალჯერადი 55 აშშ დოლარი
  • ბილეთის ჯავშანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ქ.თბილისში თურქმენეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
რაზმაძის ქ. 31ა
ტელ: (+995) 32 225-29-63
ფაქსი: (+995) 32 225-28-90
ელფოსტა: tmemb.ge1@gmail.com
ებ-გვერდი: http://georgia.tmembassy.gov.tm/en 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თურქმენეთის საელჩოს (ქ.მოსკოვი) ვებ–გვერდზე: http://www.turkmenembassy.ru/