სავიზო ინფორმაცია იამაიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება იამაიკაში ვიზას მიიღებს საზღვარზე. 

ამისათვის მან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • 2 ფოტო (ბიომეტრიული) გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;
  • მოწვევა/წერილი მომწვევი პირისგან/ორგანიზაციიდან მგზავრობის მიზნის და ხანგრძლივობის აღნიშვნით;
  • დახურული ბილეთის ჯავშანი;
  • სავიზო მოსაკრებელი 20 აშშ დოლარი.