სავიზო ინფორმაცია იაპონიაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

იაპონია საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება იაპონიაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.თბილისში იაპონიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • 2 სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნდიან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა);
  • მოწვევა იაპონურ ენაზე;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები;
  • უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადაღებული 2 ბიომეტრიული ფოტო;
  • შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ქ.თბილისში იაპონიის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.ge.emb-japan.go.jp/english/index.html

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mofa.go.jp/

ქ.თბილისში იაპონიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: კრწანისის ქ. 7დ, თბილისი,0114,საქართველო
(ქალაქის ცენტრიდან მანქანით დაახლოებით 12 წუთის სავალი)
ტელეფონი: (+995-32) 275-2111
ფაქსი: (+995-32) 275-2112